დამაჯერებელი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
„ზუგდიდი“ 1-3 „მერანი“
სანაკრებო პაუზით ისარგებლა მარტვილის „მერანმა“ და ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად ზუგდიდში ადგილობრივ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე.
მეგრული კლუბების პაექრობა „ზედაეწერში“ უხვგოლიანი გამოდგა და მარტვილელების კარნახით წარიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში რევაზ ბარაბაძემ ეფექტური დარტყმით გახსნა. „მერანელთა“ ფორვარდმა ირაკლი რუხაძის კარგი გადაცემის შემდეგ, მკერდით გაისწორა ბურთი და ყუმბარისებური გასროლით 1-0 გახადა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ.
სამ წუთში, პირველი გოლის ასისტმა თავად გაიტანა, ვანო კურდღელაშვილის იდეალური პასი კარგად გამოიყენა რუხაძემ.
21-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა შორეული, ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ირაკლი რუხაძე, რომელმაც ზუგდიდელთა კიპერს თავზე გადაუგდო ბურთი და დუბლი გაიფორმა.
მასპინძლებმა 31-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. აღნიშნულ ეპიზოდში ფხაკაძე აღმოჩნდა კარგ პოზიციაზე. ზუგდიდელმა შემტევმა მეკარეს ტექნიკურად აუარა გვერდი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი მარტვილელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
1 სექტემბერი. 17:00. „ზედაეწერი“. ამხანაგური მატჩი.
„ზუგდიდი“ (ზუგდიდი) – „მერანი“ (მარტვილი) 1-3 (1-3)
გოლები: 0-1 რევაზ ბარაბაძე (7’), 0-2, 0-3 ირაკლი რუხაძე (10, 21’), 1-3 გიორგი ფხაკაძე (31’).
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, შაკიროვი, აკობია, კირსანოვი, რუხაია, იგნატენკო, ქირია, ლაშხია, სამუშია, კუკავა, ფხაკაძე.
სათადარიგო: გელაშვილი, ხარბედია, წოწონავა, ნ. ქირია, თ. აკობია, ჟვანია, მახარაძე, წყაროზია, გადელია.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, მელიავა, ტეიდი, ჩალაძე, კურდღელაშვილი, რუხაძე, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარიგო: ჟიშკარიანი, მაისაშვილი, ჩუკურა,ლუკავა, ც. ფაცაცია, ვ. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
მთავარი მსაჯი: იაგო მალიშავა ....... ----- ....... ედემი ელერჯია
* * *
ზუგდიდი 1 - 3 მერანი მარტვილი
https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts * * *
[img]JJiLqipbiKIo[/img მიხეილ მახვილაძე: ჩვენი მიზანი "მერანის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა
* * *
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი მარტვილის "მერანი" ახლახან 39 წლის მიხეილ მახვილაძემ ჩაიბარა. მან ამ პოსტზე გიორგი მიქაძე შეცვალა. ზოგადად, "მერანი" თავისი გაქანებითა და სტანდარტებით ისეთი კლუბია, მასზე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ალალია და სადღეისოდ ამ საგზურის მოპოვების მთავარი პრეტენდენტიცაა.
მარტვილურ კლუბს წლების განმავლობაში თავისი ნიშა უჭირავს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. მის წიაღში არაერთი ისეთი მოთამაშე აღიზარდა, წარმატებით რომ ითამაშა როგორც საქართველოს ახალგაზრდულ, ისე ეროვნულ ნაკრებში. ამ პრესტიჟს შენარჩუნება სჭირდება...
"მერანის" საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ისეთია, თვალს რომ ახარებს. კოხტა სტადიონს უკანასკნელ ხანს ასეთივე დამხმარე ნაგებობები შეემატა, ფეხბურთელები კი "მერანს" მართლაც კარგი ჰყავს...
ბევრი ელოდა, რომ მარტვილურ კლუბს რომელიმე უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებდა. სწორედ ამას აცხადებდნენ "ლელოსთან" საუბარში კლუბის ხელმძღვანელები, მაგრამ მოხდა სხვა რამ - "მერანის" შეფობამ არჩევანი დამწყებ სპეციალისტ მიხეილ მახვილაძეზე შეაჩერა.
მას ზურგს ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა უმაგრებს. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი. წარმატებით დაუცავს სხვადასხვა ქართული კლუბის ღირსება. მისთვის "მერანი" პირველი გამოწვევაა დიდ ფეხბურთში.
გუშინ "ლელო" მარტვილელთა ახალ დამრიგებელს დაუკავშირდა...
"დამეთანხმებით, დამწყები მწვრთნელისთვის დიდი პატივი, გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ხელმძღვანელობდე ისეთ ტრადიციულ და წარმატებულ კლუბს, როგორიცაა მარტვილის "მერანი".
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მიმაჩნია, რომ გუნდს რეალურად შესწევს ამის ძალა. "მერანში" არის ჯანსაღი კონკურენცია, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ დასახულ მიზნამდე...
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი მიქაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს. მათ გუნდში დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარეს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, "მერანს" გასულ სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროტურნირებამდე. მოგეხსენებათ, გუნდმა საქართველოს თასის
გათამაშების ფინალში იასპარეზა.
რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, გარკვეული სიახლეები კი აუცილებლად იქნება. თქვენც იცით, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია ფეხბურთზე. მეც მაქვს ჩემი ხედვა და, ალბათ, ამაში გასაკვირი არაფერია...
ამ ეტაპზე ვერ დავინახე სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების აუცილებლობა. ის ხალხი, ვინც "მერანის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, საკუთარ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. შეიძლება, ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მერე რა, რომ ერთმანეთის ძმაკაცები და ახლობლები არ ვართ? მთავარია, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ბოლომდე ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრება ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ჩემთვის არაფერს ნიშნავს ის, ვიცნობ და ვმეგობრობ თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან. მთავარია, ის კარგად აკეთებდეს საქმეს...
ალბათ, ვერ დავასახელებთ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი. სპორტის ნომერ პირველი სახეობა ხომ იმითაა უნიკალური, რომ ის დიდებულ სანახაობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მეც შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ, მაგრამ გუნდის თამაშში ბალანსი აუცილებელია.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, როგორც ერთიან, მთლიან ორგანიზმზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცვაცა და შეტევაც არის ფეხბურთის ნაწილი, რომელთა გონივრული გამოყენება განაპირობებს გუნდის წარმატებას. ერთს მეორის გარეშე ფასი ეკარგება და პირიქით...
ორი აზრი არაა, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყველა კლუბი შეიძლება იდეაში გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, არც "მერანია" გამონაკლისი. ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატურები არ არიან. თუ გამოჩნდება ამის შანსი, სიამოვნებით. "მერანი" მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, გუნდში არის კონკურენცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: გაძლიერება არავის აწყენს", - გვითხრა მიხეილ მახვილაძემ.
* * *

მიხეილ მახვილაძე: ჩვენი მიზანი "მერანის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა
* * *
* * *
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburt...dabrunebaa.html