ფრე აუტსაიდერთან! „მეშახტე“ – „მერანი“ 1:1
ფრედ, 1:1 დასრულდა ტყიბულში, „მეშახტეს ბაზაზე“ გამართული XXX ტურის შეხვედრა ადგილობრივ „მეშახტესა“ და მარტვილის „მერანს“ შორის. სტუმრებმა თამაშის საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მონაცვლეობით რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. „მეშახტემ“ კი „ტრადიციას“ არ უღალატა, თავიდანვე მეორე ნომრად არჩია თამაში და დაცვის ხაზი საიმედოდ გაამაგრა.
პირველ ტაიმში ორჯერ, სერგეი ტრეტიაკს შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, ჯერ ვანო კურდღელაშვილის ჩინებული პასი ვერ გამოიყენა უკრაინელმა, მეორე ეპიზოდში კი გეწაძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით გზავნიდა ბურთს ტყეშელაშვილის კარში, თუმცა სულ მცირე მანძილით აცდა. ირაკლი რუხაძის დარტყმული ბურთი კი გვერდითა ძელმა მოიგერია. აღნიშნულ იერიშებს მასპინძელთა შეტევაც მოჰყვა, თუმცა ამ შემთხვევაში კულუა დამაჯერებელი იყო.
მარტვილელთათვის, ტრავმის გამო, გუნდის კაპიტნის, სერგი ორბელაძის არ ყოფნით გამოწვეულ არასახარბიელო სიტუაციას, კიდევ უფრო ამძიმებდა რევაზ ბარაბაძის სათადარიგო სკამზე ყოფნა, რომელმაც სულ ახლახანს მოირჩინა ტრავმა და თავიდანვე „მერანელის“ სასტარტოში შეყვანა სარისკო იყო, თუმცა „მერანის“ ტანმაღალი ფორვარდი მაინც შეიყვანა მოედანზე მახვილაძემ მეორე ნახევარში და ამ გადაწყვეტილებამაც გაამართლა..
მანამდე კი, მეორე ტაიმში, დიდი ძალებით შეტევაში გადართულ სტუმრებს საკმაოდ სახიფათო კონტრ-იერიში გამოეპარათ და შეცვლაზე შემოსულმა კვასხვაძემ მაისაშვილთან და კულუასთან ორთაბრძოლას კარგად გაართვა თავი და ანგარიში გახსნა. „მერანი“ დამარცხების შემთხვევაში ლიდერობას კარგავდა და ისედაც მთელი მატჩი შეტევაში გადართულმა მარტვილელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე და ამან შედეგი გამოიღო. მსაჯის მოერ კომპნესირებულ ბოლო წუთზე, რევაზ ბარაბაძემ ჩუკურას კარგი გადაცემის შემდეგ, კარგად შეარჩია პოზიცია და თავით აუღებელი დაურტყა ტყეშელაშვილს 1:1.
„მერანი“ კვლავინდებურად ლიდერობს სატურნირო ცხრილს 69 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს ისევ სტუმრად ჩაატარებს 19 ოქტომბერს. ამჯერად ბოლნისში „სიონის“ წინააღმდეგ
13 ოქტომბერი. 15:00. ტყიბული. „მეშახტეს ბაზა“.
ეროვნული ლიგა 2. XXX ტური.
„მეშახტე“ (ტყიბული) – „მერანი“ (მარტვილი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კვასხვაძე (81’), 1:1 ბარაბაძე (90+3’)
„მერანი“: კულუა, მაისაშვილი, ლომაშვილი (კ), მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, ჩუკურა, რუხაძე (ბარაბაძე 62’), გეწაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 79’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, გეგია, ლუკავა, ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
მეშახტე: ტყეშელაშვილი, აფხაზავა, ლინკოლნი, ქართველიშვილი, გვენეტაძე (ყურულაშვილი 46’) (კ), ხარაბაძე, ბანძელაძე, ჭრელაშვილი, ყიფიანი (ჭანკვეტაძე 73’), ენდელაძე, ცაგარეიშვილი (კვასხვაძე 60’).
სათადარიგო: კვერნაძე, ფურცხვანიძე, ჭოხონელიძე, ასანიძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი ............. ---------- ....... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1444214265677576/ " მეშახტე“ – „მერანი“ 1:1