მერანი 2-0 შახტარი (U21
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1556015907830744/ * * *
გამარჯვება „შახტართან“ და ერთი კვირის შეჯამება
⏩ნაყოფიერი შეკრება გრძელდება
უკვე ერთი კვირაა მარტვილის „მერანი“ თურქეთში, სიდეში იმყოფება და ნაყოფიერ შეკრებას გადის. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი გუნდის ახალწვეულებმა ადვილად გაიარეს ადაპტაცია და „მერანი“ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდი იქნება. მიხეილ მახვილაძის კონტიგენტში მცირე საკადრო პრობლემებია, რადგან დავით ბოლქვაძეს, ნიკა მგელაძეს და ცოტნე ფაცაციას მიკრო ტრავმები აწუხებთ, რის გამოც წინა მატჩში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა სამივე ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს და „მერანელები“ მალე შეუერთდებიან მთავარ გუნდს.
⏩რევანში უკრაინელებთან
გამარჯვებას ყოველთვის აქვს ფასი, არა აქვს მნიშვნელობა მატჩის სტატუსს, ეს სპარინგ-მატჩი იქნება თუ სხვა ტურნირი. ასე რომ, თურქეთში რაც უფრო მეტ წარმატებულ შეხვედრებს ჩაატარებს „მერანი“, ეს მით უფრო მეტ თავდაჯერებას შეჰმატებს გუნდს.
პირველ საკონტროლო მატჩში, კიევის „დინამოს“ 21 წლამდელებთან მარცხის შემდეგ, რევანში, ქართველებმა მეორე უკრაინულ გუნდთან აიღეს. უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, „შახტარის“ რეზერვი ცუდი რომ არ იქნება, ამას დიდი ბჭობა არ სჭირდება და შახტარის 21 წლამდე გუნდი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი არაბიძე ასპარეზობს (გუშინდელ მატჩში ქართველს მონაწილეობა არ მიუღია), უკრაინის ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ადგილით ლიდერობს. მიუხედავად ზემოთ ხსენებული საკადრო პრობლემებისა, გუშინდელ დაპირისპირებაში „მერანმა“ სადავეები საწყისი წუთებიდანვე იგდო ხელთ. შეტევები ძირითადად დონეცკელების კართან იქმნებოდა და რომ არა მათი კიპერის კარგი თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ ჩვენებურებს გამარჯვება.
⏩ციმას დუბლი, შედეგიანი კურდღელაშვილი და სახიფათო ხინთიბიძე
გამოცდილი გიორგი ციმაკურიძე, რომ ჩვეულ ფორმაშია გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა. მართალია, ჩვენმა „ოთხიანმა“ ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, მაგრამ პენალტებსაც გატანა უნდა და მთლიანობაში ციმაკურიძეს ერთ-ერთი კარგი მატჩი ჰქონდა.
კვლავ, ბევრ თავსატეხს უჩენს ტანმორჩილი ვანო კურდღელაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, რომელიც ტექნიკური თამაშით გამოირჩევა. პირველი პენალტი სწორედ ვანომ გამოიმუშავა, როცა „შახტარის“ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს უკრაინელებმა.
მეორე თერთმეტმეტრიანის დროსაც, კურდღელაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ეუხეშნენ ჩვენს ახალწვეულს, ვაჟა მათიაშვილს „შახტარის“ მცველები.
ახალწვეული ვახსენეთ და არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ნიკოლოზ ხინთიბიძე. მართალია, „მერანელთა“ შემტევს წინა მატჩისგან შედარებით, ამ შეხვედრაში გოლით არ გამოუჩენია თავი, მაგრამ აქაც ჩინებულად გაისარჯა, განსაკუთრებით ორ ეპიზოდში, როცა მისავე საჯარიმოსთან „მოჰპარა“ ბურთი მეტოქეს და მწვავე შეტევა წამოიწყო, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაუჯდათ „შახტარის“ ფეხბურთელებს.
⏩მომდევნო მეტოქე სერბული „დინამო“
თურქულ შეკრებაზე ჩვენი გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რიგით მესამე სპარინგ-მატჩი 11 თებერვალს გაიმართება და მეტოქე სერბული კლუბი იქნება. „დინამო“ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილოსანია და უმაღლეს ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია.
8 თებერვალი. 18:00. თურქეთი. ბელეკი.
სპარინგ-მატჩი. „შახტარი“ (U21) – „მერანი“ 0:2 (0:0).
გოლები: გიორგი ციმაკურიძე 0:1 (პენ), 0:2 (პენ).
„მერანი“: კულუა (მეშველიანი 46’), ციმაკურიძე (ჯანჯღავა 72’), ლომაშვილი, მელიავა, ჟიშკარიანი (გეგია 72’), ვ. ფაცაცია, ტეიდი (ჟვანია 74’), შულაია (ლუკავა 74’), ტრეტიაკი (მათიაშვილი 70’), კურდღელაშვილი (თოლორდავა 74’), ხინთიბიძე (მიქავა 74’).
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
#თურქული_შეკრება ..................... ედემი ელერჯია
* * *

ვრანის დინამო - მერანი მარტვილი