https://www.facebook.com/fcmerani/videos/1578734495558885/ * * *

.....................................
* * *
ღირსეული და საჭირო გამარჯვება: "მერანი" 1:0 "თელავი"
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურში, მარტვილის „მერანმა“ საფეხბურთო კლუბ „თელავს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი, კარგი თამაშით 1:0 დაამარცხა მეტოქე.
მახვილაძის კონტიგენტი საკადრო პრობლემებით დაუხვდა კახეთის წარმომადგენელ გუნდს. დავით ბოლქვაძეს და თამაზ ჟიშკარიანს მცირე ტრავმების გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე მიზეზით, გიორგი ციმაკურიძეს სათადარიგო სკამიდან მოუწია თამაშში ჩართვა, რადგან მე-60 წუთზე გიორგი გეგიამ ტრავმა მიიღო და იძულებითი ცვლილება მოუწია „მერანელთა“ დამრიგებელს.
რაც შეეხება თავად მატჩს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მეგრულ-კახური დუელი საინტერესო გამოვიდა. მარტვილელებმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრა მათი კარნახით მიმდინარეობდა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ჭყონდიდელთა რიგებში დღეს უკრაინელ ფეხბურთელს, ტარას პუჩკოვსკის ჰქონდა დებიუტი, რომელმაც სასტარტოდან დაიწყო თამაში. უკრაინელმა ფორვარდმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე და გულშემატკივარს კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი.
„მერანმა“ პირველ ტაიმში იმდენად დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს, რომ გოლი გარდაუვალი ჩანდა და შეხვედრის 27- ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი სერგეი ტრეტიაკმა მოიპოვა და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა სანიკიძეს - 1:0. დაწინაურების შემდეგ, მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ თუმცა, რიგ ეპიზოდებში სტუმართა კიპერი იყო დამაჯერებელი, სხვა შემთხვევაში კი დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა მათ იერიშებს სიზუსტე.
ამრიგად, „მერანმა“ დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 4 ქულით ცხრილის სათავეში გადაინაცვლა. ჩვენი გუნდი „გაგრასთან ერთად, თანაბარი ქულებით ლიდერობს ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს. „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 16 მარტს გამართავს. მარტვილელები მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“, ადგილობრივ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.
9 მარტი. 14:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. II ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „თელავი“ (თელავი) 1:0 (1:0).
გოლი: 0:1 სერგეი ტრეტიაკი (27’).
„მერანი“: კულუა, მგელაძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია (ციმაკურიძე 61’), ლომაშვილი (კ), ტეიდი, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი, ხინთიბიძე (ლუკავა 66’), პუჩკოვსკი (მათიაშვილი 90+3’).
სათადარიგო: მეშველიანი, ბოლქვაძე, ჯანჯღავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„თელავი“: სანიკიძე, თოლორდავა, მარაქველიძე (რუხაძე 60’), ბერიაშვილი, ნოზაძე (წყაროზია 68’), კუკუჯანაშვილი (მარსელო 77’), იოსელიანი, ჯიქია, გოგოლიძე, ხარებაშილი, ნიქაბაძე.
სათადარიგო: ზუროშვილი, გალახვარიძე, მურველაშვილი, მაისურაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე.
გაფრთხილება: ბერიაშვილი (13’), ნოზაძე (16’), იოსელიანი (28’), ტეიდი (69’), კურდღელაშვილი (73’), ხარებაშვილი (82’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი. ......... -------- ...... ედემი ელერჯია
* * *
"მერანი" - "თელავი" 1:0
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1584571284975206/