მერანის საფინალო ვარჯიში
* * *
საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალის პარტნიორია Borjomi • ბორჯომი
* * *
22 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც ზესტაფონის "დავით აბაშიძის სახელობის არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
ტიტულისთვის ერთმანეთს პირველი ლიგის ბინადარი მარტვილის "მერანი" და უმაღლესლიგელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. სანამ უშუალოდ გუნდებზე ვისაუბრებთ, მანამდე აღვნიშნოთ, რომ ფინალური მატჩი ზესტაფონში პირველად ტარდება. საერთოდაც, თბილისს გარეთ ფინალი პირველად 2016 წლის 18 მაისს გაიმართა. როდესაც "დინამო თბილისმა" ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონი" დაამარცხა და ტიტულს მე-13 დაეუფლა.
თასის ფინალში ძალიან ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მიენიჭოს და ასეა დღესაც. ანუ ქუთაისის "ტორპედოსაც" და მარტვილის "მერანს" აბსოლუტურად თანაბარი შანსები აქვთ და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ მარტვილელები პირველ ლიგაში ასპარეზობენ, ხოლო ქუთათურები უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
"ტორპედო" თავის მე-7 ფინალს ითამაშებს, "მერანი" კი - პირველს! აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის 26 წლიან ისტორიაში მეორედ ხდება როცა პირველილიგის გუნდი ახერხებს ფინალში გასვლას. პირველად ეს "გაგრამ" შეძლო 2011 წელს და მაშინაც უმაღლეს ლიგას "ტორპედო" წარმოადგენდა. გაგრელებმა დამატებით დროში მოახერხეს ტიტულის მოპოვება.
რა თქმა უნდა, საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება ორივე გუნდისათვის სერიოზული სტიმულია. თუმცა, დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ისიც, რომ თასის მფლობელი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
აქვე, ისიც უნდა დავამატოთ, რომ "ტორპედოს" ევროპალიგაზე მონაწილეობა ჩემპიონატიდანაც შეუძლია თუ გუნდი პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს. აი, "მერანი" კი მხოლოდ და მხოლოდ თასის აღებით გავა ევროსარბიელზე.
მოკლედ, საინტერესო ფინალი გველოდება...
ქუთაისის "ტორპედო"
ქუთაისის "ტორპედო" თასის ფინალში მე-7 გავიდა. წინა ექვსი შემთხვევიდან გუნდმა მხოლოდ ორჯერ მოახერხა ტიტულის მოგება.
ქუთათურებმა პირველად 1999 წელს მოახერხეს თასის აღება. ფინალში სენსაციურად გასული წყალტუბოს "სამგურალის" დამარცხებით (0:0პენ4:2 ). საერთოდაც, "ტორპედომ" იმ პერიოდში 4-ჯერ შეძლო ფინალში გასვლა. საიდანაც სამჯერ "ლოკომოტივს" შეხვდა (2000,2001,2002) და მხოლოდ ერთხელ მოახერხა რკინიგზელების დამარცხება, 2001 წლის 26 მაისს კვლავინდებურად პენალტების სერიაში (0:0 პენ4:3). როგორც ხედავთ "ტორპედომ" ორივე ფინალი პენალტების სერიაში მოიგო.
ამის შემდეგ იმერლები კიდევ ორჯერ იყვნენ ტიტულთან ახლოს. 2004 წელს "კლასიკოში" თბილისის "დინამოსთან" (2:1) დამარცხდნენ. აი 2011 წელს კი პირველმალიგელმა "გაგრამ" მოახერხა მათი დამარცხება.
მარტვილის "მერანი"
მარტვილის "მერანი" არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა თასის ფინალში. თანაც არ დაგავიწყდეთ, მარტვილელები პირველ ლიგაში ასპარეზობენ და საერთოდაც ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფინალში პირველილიგის გუნდი მონაწილეობს. პირველად 2011 წელს "გაგრამ" შეძლო ჯერ ფინალში გასვლა, შემდგომ კი "ტორპედოს" ძლევით საპატიო ჯილდოს დაუფლება.
წლევანდელ თასის გათამაშებამდე მარტვილელთა საუკეთესო მაჩვენებელად 2009/10 წლების სეზონში თასის ½ ფინალში გასვლა ითვლებოდა. მაშინ მალხაზ ჟვანიას გუნდი "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან ბრძოლაში დამრაცხდა. მარტვილში მასპინძლებმა ვალერი იობაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. განმეორებით მატჩი რუსთავში გაიმართა და ვეტერინარებმა 2:0 იმარჯვეს და საერთოდაც გელა გომელაურის გუნდმა მაშინ "დინამოს" დამარცხებით არსებობის ისტრიაში პირველად მოიგო თასი.
გადაწყვეტილია, რომ ფინალურ შეხვედრაში "მერანს" ვაჟა ლომაშვილი და ივანე ხაბელაშვილი დააკლდება. პირველი დისკვალიფიკაციის გამო. მეორე - ტრავმირებულია.
ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრების მხრივ უპირატესობა "ტორპედოს" მხარესაა. ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6- ჯერ “ტორპედომ” გაიმარჯვა, 5- ჯერ "მერანმა" მოიგო, სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში "მერანს" ხუთივე მატჩი შინ აქვს მოგებული "ტორპედოსთან".
რაც შეეხება სათასო შეხვედრებს, გუნდები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველად მათი გზები 2014/15 წლების სეზონში, მერვედფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა. მარტვილში ტორპედომ 3:0 მოიგო. ქუთაისში კი 3:4 დამარცხდა.
მერანი 0:3 ტორპედო
გოლები: 0:1 ტაბატაძე(27), 0:2 ჩიკვილაძე (66), 0:3 ტაბატაძე(67)
ტორპედო 3:4 მერანი
გოლები: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1 კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3 ჩიმაკაძე (57), 2:4 ჩიმაკაძე (65), 3:4 კვასხვაძე (73)
გზა ფინალამდე
ორივე გუნდმა მართლაც საინტერესო გზა განვლო ფინალამდე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს "მერანის" გამოსვლა. მარტვილელებმა მიყოლებით გამოთიშეს ამბიციური უმაღლესლიგელები: ბათუმის "დინამო", გორის "დილა" (ეს უკანასკნელი პენალტების სერიაში),ფოთის "კოლხეთი" (რომელიც წელს საუცხოო სეზონს ატარებს) და მრისხანე საჩხერის "ჩიხურა", თანაც საჩხერელები 3:0 დამარცხეს.
1/16 მერანი 2:0 დინამო ბათ 1:0 2:0 შულაია (31,78)
1/8 მერანი 1:1 დილა გორი პენ 4:3 1:0 წყაროზია(51) 1:1 წიქარიძე (86)
1/4 მერანი 1:0დ.დ კოლხეთი ფოთი 1:0 შულაია(100)
1/2 მერანი 3:0 ჩიხურა 1:0 ზ.ქანთარია(34), 2:0 წყაროზია(53), 3:0 წოწონავა (90)
"მერანთან" შედარებით იოლი გზა გაიარა "ტორპედო" ქუთაისმა. ნახევარფინალამდე ქუთათურთა მეტოქეები პირველლიგას წარმოადგენდნენ: "სამგურალი", "ოდიში", "საირმე". ისიც სათქმელია, რომ არცერთი მეტოქ ხელწამოსაკრავი არაა.
ეს "მერანის" მაგალითიდანაც კარგათ ჩანს. მითუმეტეს, სათასო შეხვედრებში.
ცალკე უნდა გავიხსენოთ "ტორპედოს" ნახევარფინალური დაპირისპირება. ქუთათურთა მეტოქე ხომ "დინამო თბილისი" გახლდათ, თანაც მატჩი თბილიში იმართებოდა.
"ტორპედოს", რომელსაც ზედიზედ 11 მატჩში არ ყავდა "დინამო" დამარცხებული, ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ თასზე 9 ჩატარებული თამაშიდან არცეთი იყო მათ სასარგებლოდ დასრულებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თასზე "ტორპედოს" დინამოსთვის არასდროს მოეგო.
კახა ჩეხეტიანის ბიჭებმა საბოლოოდ ყველაფერი დადეს და თავის ქომაგები უზომოდ გაახარეს. ფლაგმანი "დინამო არენაზე" დაამარცხეს და დღევანდელ შეხვედრაში თამაშის უფლებაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.
ერთი საინტერესო დეტალიც უნდა გავიხსენოთ. 2007 წლიდან მოყოლებული ვინც მოახერხა თასზე "დინამოს" დამარცხება, შემდგომში ყველამ მოიპოვა თასი. ("ამერი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და "დილა"). დანარჩენ შემთხვევაში თბილისელები ეუფლებოდნენ ჯილდოს.
1/16 სამგურალი 1:4 ტორპედო 1:0 ყიფიანი (6), 1:1 ტუღუში (17), 1:2 კაპანაძე (43) , 1:3 დოლიძე (83), 1:4 დოლიძე ( 88)
1/8 ოდიში 3:4 ტორპედო 0:1 საღრიშვილი (1), 1:1 ცაგარეიშვილი (25), 1:2 დოლიძე (35), 2:2 ცაგარეიშვილი (43), 3: 2 ცაგარეიშვილი (62), 3:3 კვერნაძე (74), 3:4 ქიმაძე (84)
1/4 საირმე 0:1 ტორპედო 0:1 კვერნაძე (84)
1/2 დინამო თბ 2:3 ტორპედო 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)
ზოგადი ფაქტები თასისი ისტორიაში
საქართველოს თასის ფინალში აქამდე ჩვიდმეტ გუნდს უასპარეზია (მერანი 18-ე გუნდი გახდა). აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა": 15 ფინალი და 13 ტიტული!
"ტორპედო" - 6 ფინალი, 2 გამარჯვება; "დინამო" ბთ - 5 (1), "ზესტაფონი" - 5 (1), "ლოკომოტივი" - 4 (3), "ამერი" - 3 (2), "ცხუმი" - 2 (0), "ჩიხურა" - 2 (0), "სიონი" - 2 (0), "გურია" - 1 (1), "გაგრა" - 1 (1), "დილა" - 1 (1), "მეტალურგი"("გორდა") - 1 (0), "ოლიმპი" - 1 (0), "სამგურალი" - 1 (0), "ვიტ ჯორჯია" - 1 (0), "სამტრედია" - 1(0).
თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, "ტორპედო"-"ლოკომოტივი" და "ამერი"-"ზესტაფონი" კი - სამ-სამჯერ.
მწვრთნელები
თასის გათამაშების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი დავით ყიფიანია, რომელსაც ოთხჯერ აქვს ფინალი მოგებული (სამჯერ თბილისის "დინამოსთან", ერთხელ კი - "ტორპედოსთან" ერთად).
მართლაც უნიკალური შედეგით შეუძლია იამაყოს რევაზ ძოძუაშვილმა, რომელმაც საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ლოკომოტივი") მოიგო.
კახა ჩხეტიანი და გიორგი მიქაძე კი თავის პირველ ფინალურ შეხვედრას ჩაატარებენ როგორც მთავარი მწვრთვნელები. ცნობისთვის ჩხეტიანს (რომელსაც მერანშიც უმუშავია) ფეხბურთელის რანგში ‘’ტორპედოსთან’’ ერთად 1999 და 2001 წელს აქვს მოგებული ტიტული. საერთოდაც კახას არაერთ ფინალში აქვს მონაწილებაა მიღებული ტორპედოს და ზესტაფონის მაისურით.
* * *
http://allsport.ge/?page=46&news_id=3624#.WDNU_7KLTDd * * *
* * *
[/url][url=http://radikal.ru]

............................................................................................................................