ogafa2
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4638
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11
|
#54923002 · 5 Jul 2019, 08:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერანმა მეორე წრე შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა!
ლიგა 3-ის გათამაშების მეორე წრის ბოლო ტურის მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო მარტვილის მერანმა. გია გიგატაძის დამოძღვრილმა გუნდმა „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე, სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი ქედის ბეთლემი 5:1 (!) დაამარცხა.
მე-18 ტურის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო ლიდერი გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები მალე დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-12 წუთზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს „მერანელებმა“, საბოლოოდ, გაგა ჩხეტიანის პასის შემდეგ დათა წულაიამ მახვილი კუთხიდან ცაციათი აუღებელი დაურტყა ლევან ტყეშელაშვილს - 1:0.
პირველი ნახევრის მიწურულს, გაგა ჩხეტიანმა თავადვე გაიტანა. 43-ე წუთზე ფლანგიდან გაბრიელ საღრიშვილმა, თავზე დაასვა ბურთი ბეთლემის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ჩხეტიანს, რომელმაც თავური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში - 2:0.
მატჩის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თამაში ძირითადად მერანის კარნახით მიმდინარეობდა და თავიდანვე სჩანდა, რომ მეგრული გუნდი დიდი ანგარიშით მოიგებდა ამ თამაშს.
47-ე წუთზე დათა წულაიამ დუბლი გაიფორმა. მარტვილელმა ფეხბურთელმა სტუმართა მეკარის მიუტევებელი შეცდომით ისარგებლა, რომელსაც უწყინარ სიტუაციაში გაუვარდა ბურთი ხელიდან. წულაიამ ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი - 3:0.
ცოტა ხანში, ამირან როხვაძის ჯერიც დადგა. როხვაძე დუბლის ავტორის, დათა წულაიას მიერ გაკეთებული გამჭოლი გადაცემის შემდეგ აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და „მერანელმა“ უძლიერესი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეტოქე გუნდის კარის დარაჯს - 4:0.
68-ე წუთზე დებიუტიც ვიხილეთ. ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მერანის მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩში ითამაშა ჩვენი გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა - ჯეფერსონ ალმეიდამ, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
71-ე წუთზე მერანის ცენტრალურმა მცველმა, ბექა ბიბილაშვილმაც გაიტანა. დათა წულაიას საკმაოდ შორი მანძილიდან, დიაგონალური გადაცემა ზუსტი გამოვიდა, მერანის კაპიტანმა კი თანაგუნდელს კარგი პასი დაუფასა და თავური დარტყმით მეხუთე გოლი გაიტანა ბეთლემის კარში - 5:0.
საინტერესოა, რომ დათა წულაიას აქტივში აღნიშნულ მატჩში ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც მშვენიერი შედეგია ერთი თამაშისთვის..
სტუმრებმა პრესტიჟის გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გიორგი კახიანმა დაარტყა ზუსტად - 5:1.
როგორც თავში ავღნიშნეთ, ამ გამარჯვებით მერანმა მეორე წრე დაასრულა. გია გიგატაძის გუნდი 18 ტურის თავზე 44 ქულით ლიდერობს ლიგა 3-ის სატურნირო ცხრილს. საქართველოს ჩემპიონატში საზაფხულო შესვენებაა გამოცხადებული. მესამე წრე 12 აგვისტოს განახლდება. მანამდე კი კარგი დასვენება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს.
2 ივლისი. 18:00 ლიგა 3. ტური XVIII მერანი (მარტვილი) - ბეთლემი (ქედა) 5:1 (2:0) გოლები: 1:0 დათა წულაია (12'), 2:0 გაგა ჩხეტიანი (43'), 3:0 დათა წულაია (47'), 4:0 ამირან როხვაძე (51'), 5:0 ბექა ბიბილაშვილი (71'), 5:1 გიორგი კახიანი (88'პენ).
მერანი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, გეგია, საღარეიშვილი, გოგუაძე, საღრიშვილი (ბანძელაძე 54’), წულაია, როხვაძე (ჯეფინიო 68’), ჩხეტიანი (მიქავა 76’).
სათადარიგო: ხვედელძე, ჯეფინიო, ბანძელაძე, მიქავა, ლომთაძე. მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
ბეთლემი: ლევან ტყეშელაშვილი, სულხან კახიძე ©, ბუხგალცერი, შანთაძე, ქუთელია, კახიანი, რუხაძე (ზოიძე 45’), გიორგი ტყეშელაშვილი, კახიძე, კანკია, ხაჭაპურიძე.
სათადარიგო: ზოიძე. მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ კუნჭულია.
მთავარი არბიტრი: ირაკლი ხერხაძე ........... ედემი ელერჯია
|