⛳ მოსამზადებელი ეტაპის შეჯამება
მერანმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბოლო საკონტროლო მატჩი 22 თებერვალს გამართა და ამით ტესტ-მატჩების სერია დაუმარცხებლად დაასრულა.
გია გიგატაძის გაწრთვნილმა გუნდმა იანვარ-თებერვალში 7 საკონტროლო მატჩი გამართა და არაოფიციალურ შეხვედრებში ჩვენი გუნდის შედეგი ასეთია: 1 ფრე და 6 გამარჯვება. გოლები 19-3 (!).
ტესტ-მატჩებში ყველაზე მეტი გოლი ჩვენი გუნდის ახალწვეულის, თეიმურაზ შარაშენიძის ანგარიშზეა, მარტვილელთა შემტევმა მერანის მაისურით 5 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სხვა მეგოლეებს, ლევან წოწონავა (3), დათა წულაია (3), ვანო წილოსანი (2), ამირან როხვაძე (2), გაგა ჩხეტიანი (2), ცოტნე ფაცაცია (1), ფელიპე პაიმი (1).
7 თამაშში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა მერანის მეკარემ, ანდრე ნონოსმა (1 თერთმეტმეტრიანი, 1 ავტ. გოლი).
საბოლოოდ, მერანმა მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად დაასრულა და ჩვენი გუნდი 2 მარტიდან ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება.
2 მარტს ჭყონდიდის გუნდი საკუთარ არენაზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. მერანი - შუქურას მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
#მოსამზადებელიეტაპი
#FCM
* * *
.............................................................................................................................
https://www.facebook.com/fcmerani/videos/59...?epa=SEARCH_BOX