https://www.facebook.com/fcmerani/videos/684262362353145/ მერანი 2 (მარტვილი) - მარგვეთი 2006 (ზესტაფონი) 1:1...
* * *

ახალგაზრდა ჭყონდიდელებმა მარტვილის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, საჩხერის ჩიხურას 19 წლამდე გუნდი მიიღეს და 3:2 დაამარცხეს მეტოქე.
გოლები სტუმართა კარში: ესვანჯიამ (2) და გვასალიამ გაიტანეს.
* * *
22 მოთამაშე / 22 Players ... ედემი ელერჯია პირველად იმით გავიცანით, რომ რამდენიმე საფეხბურთო ლექსი დაწერა მსოფლიო სპორტის ფორუმში. ახალგაზრდა სენაკელ კაცს მაგრად უყვარს ფეხბურთი, თავისი საქმე... ⚽️⁉️მარტვილის მერანის პრესატაშეა და პარალელურად ლიგა 1, ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონული ლიგის და საქართველოს თასის მატჩებსაც აშუქებს - დასავლეთ საქართველოში, ელიგის და ფედერაციის საიტზე Live სტატისტიკას აწარმოებს.
ასევე, აქვს თავისი ფეისბუქ-გვერდი Sport-express. მოკლედ, საინტერესო კაცია. გავიცნოთ...
--
⁉️- ჩამოთვალე ქალაქები, სადაც საფეხბურთო ინტერესი იგრძნობა.
⚽️- საბედნიეროდ, დასავლეთ საქართველოში ეს მუხტი ყველა ქალაქში იგრძნობა და განსაკუთრებული დღეა, როცა მათ სტადიონზე ფეხბურთი იმართება. ახლახანს, ლიგა 3-ში, ფოთის კოლხეთი 1913-სა და ხობის კოლხეთი-ს მატჩზე ვიყავი (ამ თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია ფედერაციის საიტზეც გადაიცემოდა) და ისეთი უშეღავათო, დაძაბული და საინტერესო იყო, გეგონებოდა ამ თამაშში გამარჯვებით ეროვნულ ლიგა 2-ში გადავიდოდა რომელიმე გუნდი.
...ძალიან უყვართ ფეხბურთი მარტვილში და ტრადიციულად გამოირჩევიან ქომაგობით ჭყონდიდელები. იგივე სიტუაციაა სამტრედიაში და ზესტაფონში. საოცარი ქომაგობა და დასწრება ჰქონდა დაბალ ლიგაში ჩხოროწყუს სამეგრელოს და დასანანია, რომ დღეს ეს გუნდი სავალალო მდგომარეობაშია, იმ რაიონში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და ძალიან მწყდება გული, გუნდში რომ ასეთი პრობლემები აქვთ.
...ელიგაზე თუ ვიტყვით, განსაკუთრებული ქომაგები ჰყავს ქუთაისის ტორპედოს და დინამო ბათუმს. ერთხელ „ჯუნგლების“ (ტორპედოს ფანები) კამათს შევესწარი, საკუთარი გუნდის პრობლემებზე მსჯელობდნენ ემოციურად და ერთი ფანი ეუბნებოდა მეორეს, ორსული მეუღლე დავტოვე მარტო საავადმყოფოში და წამოვედი რომ ამ გასაჭირში ბიჭებს გვერდში დავდგომოდი და გუნდი არ დაშლილიყოო. წარმოგიდგენიათ რა დონეზე უყვართ საკუთარი გუნდი.
...მაღალი დონის ქომაგობა იციან დინამო ბათუმის ფანებმა - “black sea pirates“ და ის შოუები და მხურვალე გულშემატკივრობა, რაც ასე ალამაზებს დინამო ბათუმის საშინაო მატჩებს ტრიბუნებზე სწორედ მათი დამსახურებაა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ დინამო ბათუმის ახალი სტადიონი ყველა ქართველის სიამაყეა და როცა ასეთი სტადიონი და აურა იქნება ბევრ ქალაქში, ქართული ფეხბურთი აუცილებლად წავა წინ.
---
⁉️- რაიონებში სასაცილო გამონათქვამები და კურიოზები არ გამოილევა. აბა, ერთი მაინც...
⚽️ - ძალიან ბევრია და ვნანობ, რომ არ ვინიშნავდი, რადგან მერე გავიწყდება. რა თქმა უნდა, აქაც განსაკუთრებულები არიან გურულები. ლანჩხუთში გურიას თამაშზე მოხდა: გურია მარცხდებოდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მოგონილი ტრავმით დრო გაჰყავდა, გამწარებული ადგილობრივი ქომაგი მწყობრიდან გამოვიდა. რა არ გადასძახეს „დაშავებულ“ ფეხბურთელს, რომ წამომდგარიყო და დრო არ გაეყვანა, მაგრამ არც უცდია წამოდგომა, მოედანზე იწვა, ისე რომ თავიც კი არ აუწევია, თან წვიმიანი ამინდი იყო და ერთი ლანჩხუთელი ასაკოვანი ქომაგი მივიდა და გადასძახა: „ადე ბიძია აწი, თორე სველია მოედანი და გაცივდებიო: ). ფეხბურთელს გაეცინა, შერცხვა და კოჭლობით დატოვა მოედანი.
... კიდევ: ქვედა ლიგაში ერთ-ერთი გუნდის ექიმს, რომელსაც სპეციალურ „ჩემოდანში“ ეწყო მედიკამენტები, ერთი ფეხბურთელი გაეხუმრა. თამაშის დაწყებამდე წამლები და ბინტი ამოუყარა, სამაგიეროდ მანქანის „კლუჩები“ და სხვა ხელსაწყოები ჩაუყარა. თამაშის დროს ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა და ექიმმა როცა შეირბინა მოედანზე და გახსნა“ ჩემოდანი“, იქ ბინტის ნაცვლად ბორბლების მოსახსნელი ქანჩგასაღები შერჩა ხელში.
---
⁉️- შეგიძლია, ქვედა ლიგების ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელო? თუ უხერხულია, მერანელს ნუ ჩავთვლით.
⚽️- ბევრი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობს ქვედა ლიგებში და ვფიქრობ მათ შეუძლიათ უფრო მაღალ რანგზე თამაში. მარტვილის მერანი 2-ში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ერთის ან ორის დასახელებით არ მინდა სხვებს გული დავწყვიტო, ამიტომ თავს შევიკავებ. ზოგადად კი, ოდიში 1919-დან დიმიტრი თუთბერიძეს დავასახელებდი, რომ არა თავის დროზე ჯანმრთელობის პრობლემები, მას შეეძლო დიდი ფეხბურთის თამაში. ძალიან მაგარი სეზონი აქვს ზესტაფონელთა ახალგაზრდა ნახევარმცველ ლაშა ნანობაშვილს, რომელიც თამაშს უგოლოდ არ ტოვებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მისი საფირმო გოლები არაერთხელ მოხვდა სპორტ-ექსპრესის რჩეულებში. საინტერესო, პერსპექტიული მცველი ჰყავს ფოთის კოლხეთი 1913-ს, გიორგი ბერაიას სახით, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ მეგრულ დერბიში. სენაკის ეგრისიდან ლაშა კალანდიას გამოვარჩევდი, აქტიური, სწრაფი და შემტევი მოთამაშეა და ტორპედო 2-ში ვახტანგ ბოჭორიშვილს: გუნდის კაპიტანს, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ხშირად ელიგაზე ძირითად გუნდშიც დამსახურებულად უწევს თამაში.
---
⁉️- ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვის ქომაგობ და რა განსაკუთრებულს ელოდები ამ ევროპისგან?
⚽️- საქართველოს ნაკრების შემდეგ, ვისაც ვქომაგობ ეს ბრაზილიაა, მაგრამ მათი გულშემატკივრობის საშუალება მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე და ამხანაგურ მატჩებზე მეძლევა. ევროპაში ბელგიელების მიმართ მაქვს სიმპათია, ძალიან მაგარი ნაკრები ჰყავთ, ყველა რგოლი ტოპ-კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ვფიქრობ წელს აქვს შანსი ამ თაობას, რომ შედეგი დადოს. ფავორიტებად სწორედ ბელგიელებს, ფრანგებს და პორტუგალიელებს მივიჩნევ, არ უნდა დაგვავიწყდეს გერმანიაც, რომელიც სულ ფავორიტია. ცუდია, პანდემიის გამო რომ არ იქნება ის მუხტი, რასაც გულშემატკივარი ქმნის, როგორც ამბობენ გარკვეული ნაწილი დაიშვება ქომაგების, მაგრამ გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე მატჩების ყურებას სხვა ხიბლი აქვს.
...ბოლოს, წარმატებები მინდა ვუსურვო თქვენს გვერდს, 22 მოთამაშეს. ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში თავისი საინტერესო, ემოციური საფეხბურთო ისტორიებით, რაც ფეხბურთის ქომაგებს ძალიან მოსწონთ და გვერდზე მათ აქტიურობაზეც აისახება.