"მერანს" სამი ახალწვეული ჰყავს
ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების განახლებამდე "მერანმა" სამი ახალწვეული წარადგინა.
ჩვენს გუნდის მაისურით ითამაშებენ, ნიკოლოზ აფაქიძე (მერანი, თბილისი), დავით ჯიქია (სამტრედია) და ცოტნე მესხი (ბახმარო).
ნიკოლოზ აფაქიძე პოზიციით ცენტრალური მცველია და სხვადასხვა დროს, "მერანის" (თბილისი) "თელავის", "სიონის" “საბაილის” (აზერბაიჯანი), “რუსთავის”, “შუქურას”, “ტრაკაის” (ლიეტუა) და “ბაიას” (ზუგდიდი) ღირსებას იცავდა.
ამპლუით თავდასხმელია 26 წლის ფეხბურთელი დავით ჯიქია, რომელმაც, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, "ლოკომოტივში" დაიწყო და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა. ჯიქიას საფეხბურთო კარიერა შემდეგ კლუბებს უკავშირდება, "სამტრედია", "ლოკომოტივი" (თბილისი), "შუქურა" (ქობულეთი), "ტორპედო" (ქუთაისი), "დინამო" (თბილისი), "საბურთალო" (თბილისი).
დავით ჯიქია ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.
თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო საფხბურთო კარიერა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, შემტევმა ნახევარმცველმა, ცოტნე მესხმაც, რომელსაც ასევე უთამაშია, "დინამო" თბილისში, ქუთაისის "ტორპედოში", ქობულეთის "შუქურაში", ფოთის "კოლხეთი 1913"-ში, ოზურგეთის "მერცხალში", ხობის "კოლხეთში", საჩხერის "ჩიხურაში" და ჩოხატაურის "ბახმაროში". მესხი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ.
* * *
მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ფეხბურთელი, ლაშა ოდიშარია დინამო თბილისს დაუბრუნდა
* * *
პატარა ქანტარა მამიკოსთან