ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა დავწერო რებრნდინგზე. ვიცი ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, ჯერ ახალი მეპატრონეა მოსასვლელი და ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარეელი – სტადიონი, ბაზა, აკადემია და ა.შ.
მაგრამ ტორპედოს ეროვნულ ლიგაში საუკეთესო პოტენციალი აქვს სწორი განვითარების, გულშემატკივრის მოზიდვის და ევროპილი დონის მომგებიან პროექტად ქცევისთვის.
ამისთვის რებრენდინგი, კარგი პიარ და მარკეტინგული სამუშაოს გაწევა იქნება საჭირო. კლუბის მუზეუმი, ფანშოპი, გუნდის არხი youtube–ზე, კარგი საიტი, სოციალური მედიის ხარისხიანად გამოყენება, და ა.შ. რა თქმა უნდა დღევანდელი მენეჯმენტის პირობებში ამის ილუზია არ არსებობს, მომავლის იმედზე დაყრდნობით ვწერ. თუ ახალი მეპატრონე სერიოზულად მიუდგება კლუბის განვითარებას. ამ პოსტში კი მინდა ლოგოს საკითხს შევეხო ...
ბოლო წლებში თავიდან ვისოლის ინტერესებით შემდეგ კი ქალაქის დროშაზე არსებული ფერების მიხედვით ყვითელი და მწვანე ფერი ჭარბობდა. ოქროს საწმისის და ვერძის იდეაც ექვემდებარება რაღაც ლოგიკას. მაგრამ ყველამ ვიცით კლუბის ისტორიული ფერები შავი და თეთრია, იგივე ფერებს ითხოვს გულშემატკივარი. შესაბამისად ლოგიკური იქნება ქომაგს ის მიაწოდო რისი მოთხოვნილებაც აქვს, გაითვალისწინო მათი აზრი და კლუბის ისტორია.
ლოგოს რაც შეეხება ხშირად მოისმენთ, წაიკითხავთ სურვილს ძველი ლოგოს დაბრუნების შესახებ. ალბათ უფრო მეტად ჩემპიონობის პერიოდის ლოგოზეა საუბარი.
ჩემი ფავორიტია საბჭოთა კავშირის დროს თეთრ მაისურზე დატანილი უბრალო "T" 60–იან წლებში როგორც იყო . თუმცა თუ კარგი კომპანია იმუშავებს ლოგოს კონცეფციაზე და თანამედროვე ტენდენციებს შერწყმას მოახერხებს კლუბის ისტორიასთან ვფიქრობ კარგი პროდუქტი გამოვა. მაგალითად მინიმალიზმი მოუხდებოდ, იუვენტუსის ახლი ლოგოს სტილში.
https://www.youtube.com/watch?v=s26jlK8bUSYhttps://www.marketer.ge/juve-logo-rebranding-2017/ იმედია მოვესწრები განვითარებულ, საშუალო ევროპული კლუბის სიმაღლეზე მდგომ ტორპედოს.
დინამოსთან მარცხმა სარკეში ჩაგვახედა და კარგიც არის, ნათლად დაინახავდა ახალი მეპატრონე თუ რაოდნ ჭირდება გუნდს გაძლიერება.