ერთი მხრივ კარგია თუ ბიჭები ნორმალურ გუნდებში მოეწყობიან, კარიერასაც გაიკეთებენ და ქართულ ფეხბურთსაც წაადგებიან
მაგრამ უშუალოდ როგორც დინამოს გულშემატკივარს რა?
რომანა იძახის ევროპული გუნდის გაკეთდება აკადემიის ბიჭებითო, კი, წამოვიდა კარგი თაობა: ლოჩოშვილი, ზარია, ჩაკვეტაძე, კუცია, კობოური და ა.შ, მაგრამ რომელიმეს შემნარჩუნებელია დინამო? არამგონია, ოდნავი ფეხის განძრევა და ეგრევე გაატრანსფერებს, ერთი რომ ფეხბურთელები არ გაუჩერდებიან და მეორე, რომ ფიფიას პირდაპირი ინტერესიც ეგ არის მგონი.
ამას დამატებულ ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოსალოდნელი სარგებლით ფიფია არ არის კარგი ლეგიონერების მომყვანი, ვინც გუნდს ევრო-ასპარეზზე გამოადგება და სულ ეს პროცესი იქნება, გამოჩნდება ვიღაც ეგრევე გაყიდიან, გამოჩნდება ვიღაც ეგრევე გაყიდიან.
როგოც მოხდა ქვილითაიას შემთხვევაში, ცინცაძის შემთხვევაში, როგორც მოხდება პაპუნასთან, კიტეიშვილთან, ლობჟანიძესთან და ა.შ
და იქნება სულ ასეთი მანკიერი წრე, მაქსიმუმი ჩემპიონობა, ყოველი ოდნავ გამართული გუნდი დაიცლება ლიდერებისგან და მათ შემცვლელებადაც კვერნაძის, თავაძის და მიშენკოს დონის ფეხბურთელები მოვლენ
ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ამ აკადემიის ბიჭებს 3-4 კარგი ლეგიონერი შემატონ, გუნდი ევრო-ასპარეზზე გავიდეს, აკადემიის ფეხბურთელების ფასმაც აიწიოს და გუნდმა მერე ისარგებლოს
This post has been edited by ASETUISE on 22 Jun 2017, 00:29