კაროჩე უეფას საიტზე წავიკითხე ახლა და გავარკვიე. ევრო 2020ზეც იქნება 24 გუნდი ისევე როგორ შარშან
20 გუნდი გავა ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპით. პირველი 2 თითო ჯგუფიდან, ანუ 10 ჯგუფი. დანარჩენი 4 გუნდი გადის ამ ერთა თასიდან.
4 ივე დივიზიონის 4ივე ჯგუფის გამარჯვებულები იღებენ მონაწილეობას 16 ნაკრებიან პლეიოფებში 2020 წლის მარტში.
!!!!იქ არსად წერია რომ დ დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან ევროზე მოსახვედრად!!!!
ა დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას ოთხთა ტურნირში, 2019 წლის ივნისში, ერთა თასის მოსაგებად (ვის რად უნდა ღმერთმა იცის).
ანუ: ვთქვათ გერმანიამ მოიგო ჯგუფი (2018 წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი იქნება თამაშები), გადის ოთხთა ტურნირში რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ტოპ დივიზიონის გამარჯვებულები. ამასობაში გაირკვევა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 20 გუნდი (საკვალიფიკაციოების წყალობით), და თუ გერმანიამ როგორღაც მოახერხა და გავიდა საკვალიფიკაციო გზით

, 2020ის პლეიოფში მის მაგივრად მონაწილეობას მიიღებს ერთა თასზე მისივე ჯგუფის მეორეადგილოსანი, თუ ისიც გავიდა მესამე და ა.შ..
იმედია გარკვევით დავწერე ყველაფერი.
მართალია არც ის წერია უეფას საიტზე ისე არ არის როგორც ქართველმა ჟურნალისტებმა დაწერესო მაგრამ მე ჩემს ინგლისურს უფრო ვენდობი ამ შემთხვევაში და არაპროფესიონალობას დავაბრალებ იმათ ვინც ცრუ იმედები გააჩინა ხალხში. ( თუ ასე არ არის მზად ვარ ბოდიშიც მოვიხადო

)