ბევრი ფაქტორია.
დონეც გაზრდილია.
6 საშინელი გუნდით ნაკლები თამაშობს ამ ჩემპიონატში.
ადრე საშუალო დონეს 10 გუნდი თუ აგდებდა, ახლა 2 აგდებს. მარტივი არითმეტიკაა

დილა კერძო კლუბი გახდა. კარგი ლეგიონერებით და დიდი იმედებით.
ტორპედოც მალე კერძო გახდება.
ჩემპიონატი ნორმალურად შეიფუთა.
გაზაფული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლით, თამაშები კარგ ამინდში ტარდება. შესაბამისად, სტადიონებზე დასწრება გაიზარდა - ჩემი გამოთვლებით, დაახლოებით 25-30%-ით.
ამ ყველაფერმა ერთად დადებითი განწყობა შექმნა ჩემპიონატისადმი.
ახლა, მთავარია, ლიდერი გუნდები კონკურენტუნარიანები გახდნენ ევროტურნირებზე და ნორმალური ჩემპიონატი გვექნება.
მთავარია, მუშაობა გაგრძელდეს.
ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს. საშინელ ხელოვნურებზე უნდა აიკრძალოს თამაში...გამკაცრდეს მოთხოვნები სტადიონების მიმართ და ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წავალთ.
This post has been edited by George:) on 20 May 2017, 20:46