რამდენი უნდა იყოს საქართველოში ფეხბურთელის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...i-khelfasi.htmlქვედა ზღვარის დაწესებას მივესალმები, მაგრამ ზედა ზღვარის დაწესება ისეთივე იდიოტობად მიმაჩნია, როგორც ლეგიონერებზე ლიმიტი ჩვენი ჩემპიონატისათვის. ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ მსგავსი შეზღუდვები შემოვიღოთ და სრულებით არ ვეთანხმები ამ თეზისს, ამით ეროვნული ჩემპიონატი ვერასოდეს განვითარდება და 1000$-ით მეტზე ყველა წავა:
"ჩემი აზრით, მინიმალურ ხელფასზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს მაქსიმალური ზღვრის დაწესებასაც. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის საფეხბურთო და, ზოგადად, ეროვნული ნაკრების ინტერესები.
რას ვგულისხმობ? საქართველოს ჩემპიონატის დონისა და მოთამაშის პერსპექტივის გათვალისწინებით, აქ მაღალი ხელფასის დაწესება გაუმართლებელია. მაგალითად, 10 და 20 ათასი ლარი აქ მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს ზღვარი 5 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მდიდარი ფეხბურთელი არ გვჭირდება, უბრალოდ, რეალობას თვალი გავუსწოროთ - საქართველოში ფეხბურთელს მაღალი ხელფასი რომ აქვს (მაგალითად, 10 ათასი ლარი), კარიერული წინსვლის სურვილი უქრება. ის ფიქრობს, რატომ უნდა წავიდეს რომელიმე ძლიერ ევროპულ ლიგაში გასინჯვაზე, როდესაც აქ თავს კარგად გრძნობს, უფრო მაღალ დონეზე თამაშისა და წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი უქრება.
ასეთი დამოკიდებულება გახდა ბევრი მოთამაშის სტაგნაციის და შემდეგ "ჩაქრობის" მიზეზი, არსებულს კმაყოფილდებიან და მეტზე აღარ ზრუნავენ. მაქსიმალური ზღვრის დაწესება კი უკეთესი ცხოვრებისეული პირობების სურვილსაც გაუჩენს და ეს მის საფეხბურთო მიზნებზეც აისახება. ასეთი მიდგომა კი ნაკრების ინტერესშია და ქართველ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა შეეცდება, ძლიერ ევროპულ ლიგაში წავიდეს და პროფესიულ სრულყოფას მიაღწიოს.
სხვათა შორის, მსგავსი დამოკიდებულება ავსტრალიელებს აქვთ. მათ იციან, რომ იქაური ლიგა ევროპულ ტოპ-ლიგებს ვერასოდეს გაუთანაბრდება და ფეხბურთელთა მაქსიმალური წლიური ხელფასის ზღვრად 150 ათასი დოლარი დააწესეს".