მე მაინც მისწორდება იმენა მატჩებზე რომ დავდივარ
დღეს ვერ წავედი უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი
თორემ რაც დავდივარ იშვიათად თუ ვიგებთ
უბრალოდ მსიამოვნებს, ნაკრებია რა, რაც არის ეს არის, აქ არ შეიძლება დაიმატო ფეხბურთელები ან იყიდო
ვინც გყავს ეს არის.
ხოდა მეც დავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები სულ, ვქომაგობ იმიტომ რომ მაინც ჩვენები არიან და მოვდივარ უმეტეს წილად დაღვრემილი, მერე სასტავი კარგად მოვილხენთ და დარდს გავაყოლებთ

ეგ არის და ეგ
ხან შეიგინები, ხან გაგიხარდება, აღელდები, დამწუხრდები, მოიწყენ, გაგიხარდება, ტაშს დაუკრავ, ვიღაცას შრომას დაუფასებ, ვიღაცას მიაგინებ, მზესუმზირას ნაჭუჭიანა შეჭამ როცა ჩვენების შეტევაა და ა.შ
იქ ვიღაცის სასწაულ გინებას გაიგებ, იქ ვიღაცის თესლ ფრაზას და ასე გადის დრო.
ამიტომ არასდროს არ მინანია როცა მატჩზე ვყოფილვარ
იმიტომ რომ ცუდი/საშინელი და ყველაზე საშინელებები არიან მაინც ჩვენი ეროვნული ნაკრებია
და გინდ არაფერი ეშველოთ მაინც არ ღირს მიტოვება, იმიტომ რომ ჩვენები არიან.
Where Something Good Is Always Cooking.