ხშირად იწერება აქ რო ყველა იჩაგრება.არადა არ გვინდა დანახვა იმის,რომ პრობლემა არის კონკრეტულ ფეხბურთელებში.ქართველების ზიზღი არ გავრცელებულა არსად ევროპის მასშტაბით მემგონი,მინიმუმ ალბანელენზე მეტად მეეჭვება ქართველი ძულდეს ვინმეს სადმე ევროპაში,ან რუმინელზე მეტად,მაგრამ ესენი თავად ვერ მიდიან წინ.კობიაშვილს,იაშვილს,ცქიტიშვილს და ამათ თუ არსად ჩაგრავდნენ,ახლა გახდა ყველა მჩაგვრელი ? აი პაპუნაშვილის მაგალითი რო აიღო,ტიპი მოხვდა სამოთხეში და ყველაფერი ქნა იმის გარდა რაც უნდა ექნა.ჩამოვიდა აქ,საშინელ ფორმაში მისცეს შანსი და წაიყვანეს დუბაიში სანაკრებო შეკრებაზე,შეუშვა ვაისმა მარცხნივ დადექიო და ტიპი მარჯვნივ დარბოდა,გააგიჟა თურმე კაცი,ასეთი არაფერი მინახავსო.
გენკი ეთამაშა ეუპენს შინ წინა ტურში,აგერ რამდენი სკაუტი და რა გუნდებიდან ესწრებოდნენ თამაშს.

ერთი ნორმალური თამაში და მინიმუმ ჩაგინიშნავენ,გააგძელებენ შენზე დაკვირვებას.
იმავე გენკზე წერდით ### გუნდია და ჩაგრავენ ხალხსო

გენკმა შარშან გაყიდა 6 ფეხბურთელი და 30 მილიონს გადააჭარბა შემოსულმა თანხამ,მაშინ როცა ყველაში ერთად 6 მილიონამდე ქონდათ სულ გადახდილი.ამ გუნდს ყავს უსერიოზულესი სკაუტების სისტემა და მენეჯმენტი,ძალიან კარგი გუნდია.არავინ არავის არ ჩაგრავს და არ ურტყამს დანას,იქ აკვირდებიან ყველაფერს,შენს ყოველ ნაბიჯს,გადაწყვეტილებას,მოედნის მიღმა რას აკეთებ,როგორ იქცევი და ჩემი აზრით იქედან იქმნიან წარმოდგენას,გამორიცხულია ვინმემ შენში თანხა გადაიხადოს და ტყუილად წყალში გაუშვას. ხედავენ პოტენციალს კონკრეტულ ტიპში,მიყავთ,როდესაც ხედავენ შემდეგ სხვა სურათს,იშორებენ თავიდან და ეგ არის.
19 წლის ბაილი გაყიდეს ლევერკუზენში,20 წლის ნდიდი ლესტერში,ვიღაც იამაიკელი და ნიგერიელი ტიპები არიან,არც დედ-მამით გაქაჩულს გავს რომელიმე და არც ოჯახისშვილობით.უბრალოდ ისინი სხვანაირად უყურებენ ამ ამბავს,როგორც პროფესიას,სამსახურს,ჩვენები კიდე აბსოლუტურად სხვანაირად ხედავენ.
ასეთია ჩემი პოზიცია.