მიუახლოვდა რა სეზონი დასასრულს არ დავიზარებ და ჩვენი ლეგიონერების, განვლილ სეზონსა და სამომავლო პერსპექტივებს ვრცლად შევაფასებ,ქულებსაც დავუწერ

მივყვები თანმიმდევრობით
ფორუმის ისტორიაში ყველაზე გრძელ პოსტი გამოცხვება ვატყობ

გიორგი ლორია (6)-- შთამბეჭდავად დაწყებული სეზონის საშუალო გაგრძელება, მთლიანობაში საშუალო , მისი მომავალი დიდწილად დამოკიდებული ქინება ალბათ იამზე შეინარჩუნებს თუ არა კრილია ლიგაში ადგილს, რომც გავარდეს გუნდი, ლორიას სხვა გუნდის მოძებნა არ უნდა გაუჭირდება, რადგან კონტრაქტი ეწურება
მაკარიძე (7)-ჰქონდა მცირე ჩავარდნები, მაგრამ ჯამში კარგი იყო, მისი გუნდი აგრძელებს გადარჩენისთვის ბრძოლას, მაგრამ რთული იქნება, ბოლო ტურში პორტოსთან აქვთ თამაში, ვფიქრობ რომც გავარდეს მორეირენსე, მაკარიძე არ გადაყვება გუნდს და განვლილი სეზონის მიხედვით, უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდიდან უნდა ჰქონდეს შემოთავაზებები
ხოჭოლავა-(8)-ჯერ კიდევ ორი წლის წინ ქობულეთის შუქურაში მოთამაშემ, უდიდესი პროგრესი განიცადა და ჩერნომორეცში ისე წარმოაჩინა თავი, შახტარისგან კონტრაქტი დაიმსახურა, ერთი მხრივ დიდი ნახტომია, მაგრამ მეორე მხრივ არის შანსი ცუდად მოუბრუნდეს ეს გაადწყვეტილება, შახტარის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ შახტარს მასში 1 თეთრიც არ გადაუხდია, შეიძლება ითქვას რომ გარდამავალი ეტაპია მისი კარიერის, ან სხვა ლეველზე გადავა, ან პირიქით უკან წამოვა,და შეიძლება ქი დაბრუნდეს საიდანაც დაიწყო
კაშია- (9)--შეიძლება თამამად და გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ გუნდის ცოცხალი ლეგენდაა, შესანიშნავი სეზონი ტიტულით დააგვირგვინა, და გაისად ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიც გაინაღდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა გაგიმართლოს, ვინმემ წაგიყვანოს და გაგქაჩოს, უცხო ქვეყანაში და უცხო ქალაქში ქართველმა ამხელა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურო, არაა პატარა ამბავი

კვირკველია-(7)-სეზონი შეიძლება ორ ნაწლად გავყოთ, რუბინში და ლოკომოტივში, რუბინში სხვადასხვა მიზეზების გამო საქმე გაუფუჭდა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა, თუმცა შემდეგ მხსენელად ლოკომოტივი მოევლინა, აიყვანა იჯარით და არც უნანია, საბამ რუსეთის თასის მოგებაში საკუთარი არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანა და ჩემპიონატშიც რეალურად მხოლოდ ერთი მატჩი ჩააგდო, დერბი ცსკასთან, ვნახოთ საინტერესო იქნება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლოკომოტივი, მოინდომებს თუ არა მის გამოსყიდვას, ან იჯარის გახანგრძლიევბას
ტაბიძე-(6)- ნამდვილად საინტერესო მცველია, რომელსაც აქამდე ფაქტიურად პროფესიონალურ დონეზე არც მისცემია შანსი, ამ სეზონში ბოლოსკენ მოიპოვა ძირითადში ადგილი და იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ სეზონის მთავარ მატჩში, თასის ფინალშიც ანდეს ძირითადში ადგილი, ლოგიკურად მომდევნო სეზონი უკეთესი უნდა იყოს ჯიმისთვის, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კლუბების, გენტის და ურალის გადაწყვეტილებაზე, მის მომავალთან დაკავშირებით და ალბათ პირადად მის გადაწყვეტილებაზეც, წესით უკვე იმის ამბიცია უნდა ჰქონდეს რომ დუბლებში დაბრუნებაზე უარი თქვას და მხოლოდ იმ პირობით დაბრუნდეს, თუ ძირითად გუნდში იქნება
ლაშა დვალი-(6)-კიდევ ერთი პერსპექტიული მცველი, რომელიც ბოლო დრის ჩრდილში მოექცა და რომელმაც მიუხედავად არც თუ ისე დიდი ასაკისა უკვე ბევრ ქვეყანასა და კლუბში მოასწრო თამაში, მისი შეფასება ჯერ ადრეა, რადგან ყაზახეთის ჩემპიონატის მხოლოდ ნახევარია გასული, ისე კი ძირითადის წევრია და ფაქტიურად შეუცვლელად თამაშობს, რატომღაც მგონია რომ მომავალი სეზონიდან გააგრძელებს მოგზაურობას და ახალი თავგადასავლების ძიებას

კაკაბაძე-(5)- ფაქტია გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, სეგუნდას აუტსაიდერ გუნდში ვერ გაქაჩა და დანიის აუტსაიდერ გუნდში გაანათხოვრეს, რომელსაც ცალი ფეხი უკვე მეორე ლიგაში აქვს, სტაბილურად კი აქვს სათმაშო პრაქტიკა, მაგრამ არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, ფორმაში რომ არაა, ბოლო სანაკრებო მატჩებშიც დადასტურდა, თუმცა ბოლო დროს ცოტა მოუმატა, მისი ჩამოწერა ჯერ ადრეა, ვნახოთ მომავალ წელი როგორი ექნება, იმედია ესბიერგს არ გადაყვება ქვემოთ, ესპანეთში დაბრუნდება და იქ შეეცდება ხელახლა დამკივიდრებას, მაგრამ შეიძება ისინცი გავარდნენ წელს
ნავალოვსკი, ლობჟანიძე, ცისკარიძე, დაუშვილი, დვალიშვილი (შეფასების გარეშე)-ეგენი უკვე წარსულია, მაგათი კარიერა ნაკლებად მაინტერესებს , სადაც უკეთესი ხელფასი ექნებათ იქ წავიდნენ
კანკავა (5)-სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯაბამ თავისი პიკი უკვე კაი ხანია გაიარა, და დიდი ნაბიჯებით მოიწევს უკან, ამას ემატება რაღც ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც აშკარად აქვს, როგორც ჩანს პიროვნულაადც ცოტა უცნაური ტიპაჟია ჯაბა, სავარაუდოდ მომალს წელს რეიმსში აღარ იქნება და სადმე ყაზახეთი, კვიროსში ვიხილავთ
გვილია-(5)-თავიდანვე ვამბობდი რომ ამ ბიჭზე გადაჭარბებული წარმოდგენა იყო შექმნილი, უდავოა, მონაცემები ძლიან კარგი აქვს და ისედაც მშრომელი ბიჭი ჩანს, არააქართული მენტალიტეტით

შეფასება ჯერ მაინც ადრეა, ბელარუსის ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, სამწუხაროა რომ გვილია ბატეში უფრო სკამის ფებურთელად ითვლება, ვიდრე ძირითადის, ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ერთადერთი რითაც შეიძლება მდგომარეობა გაიუმჯობესოს და უკეთესი ლიგის უკეთსი გუნდი დააინტერესოს, ნაკრებში თავის გამოჩენა და კარგი თამაშია
აბურჯანია-(3)-ალბათ სეზონის მთავარი იმედგაცრუება, მისი ტრანსფერის მერე სევილიაში, საფეხბურთო სამყაროს აზრი ორად იყო გაყოფილი, სამწუხაროდ მართალნი აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს მისი მხრიდან ნაჩქარევი ნაბიჯი იყო, დარწმუნებული ვარ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ გიო პირდაპირ ძირითად გუნდთან ივარჯიშებდა და მალევე ჩაჯდებოდა მანდ, მაგრამ მეორე გუნდში მოხვედრა და თამასიც ასეთუ გაუჭირდებოდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, იყო სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც, ტრამვა და მწვრთნელი, რომელმაც აშკარად აითვალწუნა ჩვენებური, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ აქვს, საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მისი კარიერა, ალბათ გაანათხოვრებს სევილია, იმედია კვიპროსში არ დაბრუნდება, არის ხმები რომ ანორთოსისს უნდა ისევ
კვეკვესკირი-(5)-როცა უ-21 რამდენიმე თაობის უცვლელი წევრი იყო, ცუდად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, მაგრამ მას შემდეგ რაც ეროვნულში გამოჩნდა და კარგი თამაშებიც ჩაატარა, შევიცვალე მასზე აზრი, წელს ვერ ჰქონდა კარგი სეზონი, ტრამვების გამო ბევრი გაუცდა, ივნისში უმთავრდება გაბალასთან კონტრაქტი და იმედია აღარ გააგრძელებს, საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა, ჰოლანდიის ან ბელგიის დონის ჩემპიონატში, ამ ეტაპზე სხვა საყრდენების ცუდი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მოლდოვასთან ძირითადში მგონია იქნება
პირველი ნაწილის დასარული

ტუ ბი კონთინიუდ