იქნებ დაჩალიჩდნენ მაგაზე ჩვენები, ივნისში უმთავრდება კონტრაქტი
ვაგრძელებ შეფასებას ლეგიონერებისა
ყაზაიშვილი (4)- გუშინ სეზონის მთავარ იმედგაცრუებად აბურჯანია დავასახელე, და ამ ამბავში მის ღირსეულ კონკურენციას უწევს ვაკო, ვითომდა ჩემპიონთა ლიგის სათამაშოდ გადასულს, სეზონი მთლიანად ჩაუვარდა, აშკარაა იყო თანაგუნდელებთნა და მწვრთნელთან კომუნიკაციის პრობლემა, რა გასაკვირია, რომ ლეგია მის გამოსყიდვას არ აპირებს და ზაფხულში ვიტესში ბრუნდება, თუმცა აქ მეორე საკითხი დგება, ჭირდება თუ არა ის უკვე აწყობილ და დალაგებულ ვიტესს, არ არის გამორიცხული ვაკომ მომდევნო სეზონიც სადმე იჯარით ითამაშოს
ჭანტურია-(5)- მძიმე ტრამვამდე საკამოდ კარგად გამოიყურებოდა, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მთელს გუნდში ფაქტიურად ერთადერთი იყო, რომელსაც შექმნა შეეძლო, ხშირად იღებდა საკუთარ თავზე თამაშს და ხშირად გამოსდიოდა კიდეც, ვნახოთ ამ თვის ბოლო უკვე უნდა დაიწყოს ვარჯიში, მაგრამ ალბათ წონის პრობლემაც ექნება და ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დაჭირდება, წესით მომდევნო სეზონის სტარტისთვის 100 %მზადყოფნაში უნდა იყოს
ოქრიაშვილი (5)- ჩემი და ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი ფეხბურთელი(ქართველი), რომელსაც რაც არ უნდა თავქარიანის და ცუდი ბიჭის იმმიჯი ჰქონდეს, მაინც ახერხებს ლამაზი თამაშით გულშემატკივრის მოხიბვლას, ამ სეზონში მარტო ზენიტთან ბოლო წუთზე გატანილი მაკრატელა რად ღირს

იმ მცირე დროში რასაც მისთვის მწვრთნელი იმეტებდა, ფაქტიურად ყოველთვის ახერხებდა რაღაც დასამახსოვრებელის შექმნას, სამწუხაროდ მანაც ძიმე ტრამვა მიიღო, და კიდევ თვეები დასჭირდება ფორმაში ჩასადგომად, და შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას, მიტუმეტეს გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ოქრი ასევე ძლიან აკლია ჩვენს ნაკრებს , რომლის ერთ-ერთი ლიდერიცაა
ჯიღაური-(5)- ფეხბურთელი, რომლისაგნაც არაფერ ზედმეტს არ ველი პირადად მე,(ნიჭიდან და მონაცემებიდან გამომდინარე) თუ იშრომა შეუძლია იყოს ნაკრების როტაციის ფეხბურთელი, ეს სეზონი აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, გახდა მაკედონიის ჩემპიონი, და ამაში მცირე წვლილიც შეიტანა, რამდენიმე გატანილი გოლით, საინტერესო იქნება ჩემპ ლიგაზე როგორ წარმოაჩენს თავს ის და მისი გუნდი
ანანიძე-(6)- მიუხედავად გამორჩეული სეზონისა და ჩემპიონობისა მისმა თამაშმა და როლმა გუნდში ამ სეზონში მაინც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა, ფაქტია საკმაოდ ძლიერი სპარტაკისთვის ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არა ძირითადის, გარედან ისე ჩანს რომ მას შემდეგ რაც ხანგრძლივი კონტრაქტი გაინაღდა, დამშვიდდა. ამ ეტაპზე კარერა მას პოპოვს ამჯობინებს და რაც მთავარია სამართლიანადაც, ალბათ ჯანოს ის საფეხბურთო ჟილკა, ლიდერის თვისებები და სინაგლე აკლია, რაც მას სპარტაკის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აქცევს, დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზეც როტაციის ფეხბურთელი იქნება.
სხირტლაძე (6)- ვერ ვიტყვი რომ დანიაში მის თამაშებს ვუყურებ, მხოლოდ გოლები მაქვს ნანახი, პირველი ნახევარი სეზოინის ძალიან კარგი იყო და ბევრიც გაჰქონდა, მოერე ნაწილი ჩაუვარდა, ნაკრებში თამაშების მიხედვით შევაფასებ. რამდენჯერაც გამოვიდა შეცვლაზე, ვერ გავიგე საერთოდ რა ფეხბურთელია და რას უნდა ველდოო მისგან, გუნდს აშკარად მოწყვეტილი იყო და თითქოს რაღაც გაუგებრობაში იყო მოხვედილი, ვნახოთ თუ კიდევ მიეცემა შანსი იქნებ დაგვამახსოვროს თავი
ცინცაძე(5)-პოლონეთში ტრანსფერის შემდეგ თითქოს მაშინვე მოიპოვა ძირითადში ადგილი, მაგრამ მალევე დაკარგა და მყარად გადაინაცვლა სკამზე, ჯერ მაინც ადრეა მისი შეფასება, რთულია იქნებოდა მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში მაშინვე თავის დამკვიდრება, მომდევნო სეზონი გამოაჩენს ბევრ რამეს და ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს, მათ შორის იმაზე, რამდენად შეიძლება ის მივიჩნიოთ ნაკრებისთვის სანტერესო ფეხბურთელად.
ზარანდია(6)-მისი ტალანტი არაერთხელ აღგვინიშნავს აქ, მაგრამ ვერსად გახსნა ად თავს გამოჩენა ჯერ ვერსად მოახერხა, მათ შორის იმ პერიოდში როცა აქ ტამაშობდა ლოკომოტივში, ცუდი არ იყო, მაგრამ აც ის იყო, რასაც მისგან ველოდით, პოლონეთში გადასვლის მერე, ნელ-ნელა გაუშინაურდა გუნდს, შეცვლებზე თამაშით, სეზონის ბოლოს კი გადამწყვეტი სიტყვაც თქვა, თასის ფინალში გატანილი კარგი და მნიშვნელოვანი გოლით, მისი მოამავალი გუნდი ალბათ დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა უმაღლესსი ადგილს არკა, მომდევნო სეზონი გარდამტეხი უნდა გამოდგეს, ამ მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელისთვის, ამას გარდაარის უ-21 ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული ფეხბურთელი.
ებრალიძე-(5)-მასაც დაახლოებით იგივე შეფასებას მივცემდი როგორც ჯიღაურს, ფეხბურთელი გამორჩეული ნიჭისა და შესაძლებლობების გარეშე, რომელმაც თუ რამეს მიაღწია და აწი მიაღწევს , მხოლოდ შრომის და მონდომების ხარჯზე, საშუალო სეზონი გამოუვიდა, გარკვეული პერიოდი გაუცდა მაგრამ რამდენიმე გოლის შეგდება მაინც მოახერხა, გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს ის კლუბს დატოვებს, და რამდენიმე შემოთავაზებაც ექნება, რამეთუ კონტრაქტი უმთავრდება ზაფხულში და მისი ტრანსფერიც ბევრად გამარტივდება.ვნახოთ, არ არის გამორიცხული ავთო ისევ მოხვდეს ნაკრების ინტერესის სფეროში
მერებაშვილი (7)-მისთვის გამორცეული სეზონი ჰქონდა, ასაკი რომ ხელს უწყობდეს შიძლებოდა უკეთეს გუნდში ტრანსფერი და შემდეგ ნაკრებში მოხვედრაზე საფუძვლიანი პრეტენზია, თუმცა ალბათ მისი მაქსიმუმი მომდევნო სეზონში წინა წლის შედეგების და თამაშის გამეორება იქნება
გოგია (8)-ჯიქიასგან განსხვავებით ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს იმის იემდი, რომ მას ნაკრებში ვიხილავთ, კარიერაში საუკეთესო სეზონი და 10 გატანილი გოლი, ისეთ რთულ ჩემპიონატში როგორიც მეორე ბუნდესლიგაა, ძალიან კარგი შედეგია, მძიმე ტრამვის შემდეგ ძალიან სწრაფად მოახერხა ფორმის აღდეგნა და გუნდის ლიდერის სტატუსის დაბრუნება, ამას დამატებული ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანელი გამოცემა კიკერის არიარება, რომელმაც ის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს( სტატისტიკის გათვალისწინებით), გვაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ, მისი კონტარქტის გამოსყიდვას არამარტო დინამო დრეზდენი მოინდომებს, არამედ შესაძლოა პირველი ბუნდესლიგის გუნდის(ები) სგანაც ჰქონდეს შემოთვაზებები,. ფაქტია გოგოა თანამედროვე, სწორ ფეხბურთს თამაშობს და შეუძლია ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
არაბიძე (5)-ფეხბურთელი, რომლის შეფასებაც ალბათ ყველაზე მეტად გამიჭირდება, ალბათ უკევ აღარაა იმ ასაკში, რომ მისი თამაშები დუბლების ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებს მიხედვით განვსაჯოთ, ის უდავოა, რომ გამორჩეული ნიჭის და ტექნიკის მქონე ფეხბურთელია, უბრალოდ რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ამ ნიჭს სწორი მიმართულების და განვითარების მიცემა სჭირდება, ჭირდება მწვრთნელი, რომელიც მას ენდობა და მასთან ინდივიდუალურად იმუშავებს, გადამწყვეტი ქინება ის, ექნება თუ არა მას სათამაშო პრაქტიკა მომდევნო სეზონიდან, თუნდაც განათხოვრებით, უფრო სუსტ გუნდში. ცალკე პრობლემაა მისი ხასიათი, დიდი შრომა და ნესბიყოფა დაჭირდება არაბიძეს იმისთვის, რომ ჭანტურიას გზა არ გაიმეოროს, და თავისი ნიჭის სწორად გამოყენება შეძლოს
მეორე ნაწილის დასასრული, ჩვენ თავდამსხმელებს ცალკე უნდა შევეხო