დავამთავრებ დაწყებულ საქმეს
ელ ლობჟანიძე (6)-ჩვენი ჩემპიდან პირდაპირ რუსეთის პრემიერლიგის გუნდში მოხვედრა რათქმუანდა დიდი ნაბიჯია წინ, ძირითადად ბოლო წუთები ეძლეოდა დრო, ბოლო ტურები უფრო ენდნენ და ნდობა გატანილი ერთი გოლით გაამართლა, რომელიც გამარჯვების გამოდგა, სავარაუდოდ მომავალ წელსაც როტაციის ფეხბურთელი იქნება
ჰუფნაგელი-(5)- ეს ბიჭი ვერა და ვერ გაიხსნა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ლეგიონერია, არც ვიცი უნდა მქონდეს თუ არა მისი იმედი

მომავალ წელსაც ალბათ იჯარით გაატარებს ნიურნებრგში,
ბერიძე(7)-სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, მიუხედავად იმისა რომ სლოვაკეთის ჩემპიონატი არც ისე ძლიერია და შეიძლება საზომად ვერც გამოდგეს, მაგრამ სათამაშოდ საკმაოდ რთული პირველობა რომ იქნება ესეც ცხადია, თავის გუნდში ერთ-ერთი ლიდერად ჩამოყალიბდა, და რამდენიმე გოლიც გაიტანა, ერთ-ერთი იმ ფეხბურთალთაგანი, რომლისგაანც მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტს ველით
რომან ჭანტურია (5)-განსხავევბით სანკრებო კარიერისგან (უ-21)- საკლუბო კარიერა ნამდვილად ვერ მიდის კარგად, არადა პატარაც აღარ ეთქმის უკვე, ფაქტია პორტუგალიის მეორე ლიგის უიმედო აუტსაიდერშიც კი უჭირს ძირითადში მოხვედრა, პროგნოზი-ისევ განათხოვრება შეიძლება უფრო სუსტ გუნდშიც კი
შეყილაძე(6)-ამ ბიჭთან დაკავშირებით ერთადერთი იმედი ის მაქვს, რომ იტალიაში ფეხბურთელები შედარებით გვიან იხსნებიან და თავაინ პიკს გვიან ასაკში აღწევენ, თითქოსდა მისი ტრანსფერი სერია ბ გუნდში გადაწყვეტილი იყო, თუმცა როგორც ვიცი ჩაიშალა, მხოლოდ ამს შემდეგ შეიძლება გახდეს ჩვენთვის და ნაკრებისთვის უფრო ყურადღებით დაკვირვების ობიექტი თუ სერია ბ-რომელიმე გუნდში სტაბილურად ითამაშებს
კაჭარავა (7)- თავის გუნდში ბევრი შეყარა და მთავარი მეგოლეა, პლუს სერბეთთან გატანილი გოლი, ეს სეზონი ნამდვილად წარმატებული იყო, მისი მოამავალი პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე სად გააგრძელებს კარიერას, ეთნიკოსში რომ აღარ დარჩება თითქმის გადაწყვეტილია, ერთი რამ უდავოა, იმისთვის რომ პროგრესი გაარგძელოს იქ უნდა წავიდეს სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება
ქვილითაია-(7)-ერთ-ერთი იმ ფორვადთაგანი რომლის დიდი პროგრესის იმედი მაქვს, ავსტრიის ბუნდესლიგა საკამოდ კარგი ჩემპიონატია და რაც მთავარი ის კარგი ტრამპლინია უკეთეს ჩემპიონატში მოსახვედრად, იქ კარგ თამაშს არავინ დაგიკარგავს, 7 გატანილი გოლი ჩემპიონატში(იმედია დღეს მე-8 მიამატებს), ნაკრებში ჩატარებული კარგი თამაშები, თასის მოგების შანსი ზალცბურგთან, ეს ყველაფერი იმის საფუძვლიან იმედს მაძლევს რომ მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი ექნება ქვილითას
ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე და
მჭედლიძე(7)- სამწუხაროდ პირველი ასოციაცია რაც მჭედლიძის ხსენებაზე თავში მოგვდის ეს არის ტრამვა, ყოველი მატჩის წინ მასთან მიმართებაში აქტუალური და მთავარი კითხვაა-მზადაა თუ არა ლევანი სათამასშოდ.
პარადოქსია, მაგრამ სეზონში, სადაც 15 თამაში ჩაატარა (ნახევარზე ნაკლები) მისთვის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა, გახდა გუნდის მთავარი ბომბარდირი და დამრტმელი ძალა, ემპოლის მასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია, თავისი არც თუ სიე მცირე წვლილი შეიტანა იმასი რომ მისმა გუნდმა ადგილი შეინარჩუნა, სანაკრებო თამაშებს რაც შეეხება, ალაბთ არც მას და არც გულშემატკივრებს არ დაავიწყდება უელსთან გაფუჭებული მომენტი
This post has been edited by Sean on 21 May 2017, 12:27