ქართულ კლუბებში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ უნიკალური ნიჭი გესაუბრონ ყველაფერზე, მიედ-მოედონ ყველაფერს და საბოლოოდ, დაასკვნი , რომ ''პსჟ-მ 222 მილიონი გადაიხადა ფეხბურთელში და ჩიხურას (ნებისმიერ ქართულ კლუბს) რას ვთხოვთ ? ვის ვედრებით ?''
არადა, მარტივად შეიძლება ყველას ნამდვილი სახის დანახვა. ამისთვის, საჭიროა, შევავსოთ ეს ''ანკეტა'' ათივე კლუბის შემთხვევაში:
1. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რამდენი ფეხბურთელის გასხვისება მოახერხეთ უცხოურ კლუბში თუნდაც 100 K დოლარად ?
2. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, თქვენმა აღზრდილმა რამდენიმა ფეხბურთელმა ითამაშა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩში ?
3. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, თქვენმა აღზრდილმა რამდენმა ფეხბურთელმა ითამაშა რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ოფიციალურ მატჩში ?
4. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რამდენი ეტაპის გადალახვა შეძელით ევროტურნირებზე ?
5. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რამდენი სპონსორის მოძიება შეძელით, რომელმაც 100კ დოლარი მაინც გადაიხადა წლიურად.
6. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რამდენი იყო კლუბის საშუალო ბიუჯეტი ?
7. კლუბში მუშაობისას, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად ?
ფედერაციამ ან სპორტულმა ჟურნალისტებმა გაუგზავნონ ეს კითხვარი ყველა კლუბის ხელმძღვანელს და გასცენ კონკრეტული პასუხები. ყოველგვარი ბელეტრისტიკის გარეშე, მხოლოდ ციფრები.
მე მაქვს ყველა ამ კითხვაზე პასუხი

დაჟე 10-წლიან პერიოდზე.
გასცენ ამ შეკითხვებს პასუხი და შემდეგ ვისაუბროთ ამ დაფინანსების პირობებში რა არის შესაძლებელი და რა არა.
This post has been edited by George:) on 7 Aug 2017, 17:51