ნუ შეჭამეთ
amikoo ეს კაცი.
ქართულ ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემაა არავინ დაობს. მაგრამ ბათუმის დინამოდან ნამდვილად არ იწყება ეგ ყველაფერი. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმერობ რომ მუნიციპალური კლუბებიდან ყველაზე სწორი მენეჯმენტი ბათუმის დინამოშია.
ის სახელფასო ფონდიც სპონსორების და წახალისების ხარჯზე აქვთ ყველაზე დიდი. თორემ ბიუჯეტის გადახარჯვას არ აქვს ადგილი.
რომელმა მუნიციპალურმა კლუბმა მოიძია 2 სპონსორი ?
არც ლეგიონერების დამატებას ერიდებიან.
სპორტულ მხარეზე –
გარდამავალი ჩემპიონატი იყო ძალიან სუსტი. ბათუმის დინამომ აჯოობა ზუგდიდს, სიონს, უსუსტეს დილას, კოლხეთს და საბურთალოს, ფლეიოფში კი თასზე ძალებშეცლილ ტორპედოს და თითქმის დასაშლელად გამზადებულ დინამოს.
ზამთარში გაუშვეს 2 ფეხბურთელი ელგუჯა ლობჟანიძე და გეგეჭკორი, მათი კარგად შეცვლა ვერ მოახერხეს. + ქავთარაძის ტრავმა.
წლევანდელ ჩემპიონატში რომ კონკურენცია და დონე გაზრდილია - გარდმავალთან შედარებით. აქაც გამოჩნდა. თუ გარდამავალში კვირკველია გოგიტიძის ცენტრით ფონს გავიდნენ. წელს ვეღარ. დაიმატეს მახარაძე.
ლეგიონერებმაც ვერ გაუმართლეს. იგივე კენედის 10ჯერ უკეთესი CV აქვს ვიდრე კოვტალუკს მაგრამ იღბალიც ხომ არის. ბრაზილიელი კი სულ ტრამვირებულია.
მწვრთნელიც შეცვალეს ცუდი შედეგების გამო.
მარცვალაძით და გრიგალაშვილით კი გაძლიერდნენ მაგრამ საევროპოდ რომ ვერ მოესწრებოდა მათი ფორმაში შესვლა ნათელი იყო.
დანარჩენ სეზონს რაც შეეხება – ჩოგაძე ვერცხლისწყალივით ბიჭია და მოგიხდათ. ჯერჯერობით ორივე თამაში აქტიური იყო. თარხნიშვილთან შედარებით კი არზიანი უფრო კლასიანია და ბურთის ამოტანასაც უფრო კარგად მოახერხებთ. გირგალა და მარცვალაც თუ აკრეფს ფრომას არ გამიკვირდება საბურთალოს და ჩიხურასთან იბრძოლოთ მეხუთე ადგილისთვის.
უაკადემიო, უსტადიონო, უბაზო გუნდისგან მეტი რა შეიძლება ამ ეტაპზე.
პირობებზე –
აკადემიაზე და ბავშვთა ფეხბურთზე აღარ არის საუბარი. უსტადიონო ქალაქის ( აქ არ ვგულისხმობ მარტო მთავარ არენას, საერთოდ მოედნის პრობლემაა) გუნდი წვალებით რამდენს აღწევს. ხშირად ვსაუბრობთ ცუდ პირობებზე მაგრამ ამათ არანაირი პურობა არ ქონდათ წლების განმავლობაში, არათუ ცუდი.
ქართუს რომ სარაგბო კომპლექსი არ აეშენებინა ახლაც ქობულეთში ივლიდნენ სავარჯიშოდ და სათამაშოდ. რა შეგებზეა საუბარი.
amikoo ამ წლის ბოლოს შეხვალთ ხომ დასრულებულ ბაზაზე ? ))
ტენდერიც აგვისტოში იყო დაანონსებული და ხომ არაფერი შეცვლილა ?
ცოტაც გაუძელით. ძალიან ლამაზი ქალაქი. ბაზა თითქმის სრულდება. სტადიონიც და ყველაზე მიმზიდველი კლუბი იქნებით კერძო ინვესტორისთვის
ფორმატიც თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს. პრაქტიკულად ჩემპიონატის ნახევარი "სეზონზე" გიწევთ. და იგვიე მიწვეული ფეხბურთელისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს ბათუმში ცხოვრება.
–––––––––
სპორტული კითხვაც – იჯარით გუნდში მხოლოდ ჩოგაძეა ხომ ? სხვა ყველა თქვენი საკუთრებაა.
რა ხანგრძლივობის კონტრაქტები გაქვთ. მაგალითად ყველაზე ხანგრძლივი ვისთან გაქვთ და რამდენინანი ?