Sean
imereti
George:)
Iboss
Human Rights
Mateo Falcone
dudgu
max-14
Spacey
Qash
1X.shedis.saxinkleshi
JubaGr
ვალენსია
soccer28
Dima Fan
akkai
shukito
analgin
Mr_FRANK
zedela88
ikaika1985
M1shO m1lanista
sooonela
denislaw
George Best
DinamoTbilisi
dundee
mancunia89
guriaaa
champions_league
Renne
took13
mcenare-99
temo11
logotip
Celeste
DBerra
GLADIATORI
datagonashvili
titlikana qalebi
zizu5
Erovnuli_liga
zura1993
tornike1616
toto28
Zestafans Oto
kolopolo
crack94
pokerismotamashe1
Dopilsya
lexo_loco
acdachi
sergi_dinamo
barcabarcabarca
Bexx
kalekalebind
giat
Human Rights
kostakote
bmwkim687
ისევ მოვნიშნავ ყველას, რამდენი მოდიხართ დღეს?
ვინც ვერ მოდიხართ, როგორც მივხვდი წყდება ეს საკითხები და დაწერეთ თქვენ რას უჭერთ მხარს.
პირველი საკითხი იურიდიული ფორმა, არჩევანია სამი:1. არაკომერციული აიპი (კლუბში შემოსული თანხები ხმარდება კლუბს და მის გაძლიერებას, ვერასდროს ვერცერთი წევრი ვერ მიითვისებს და დაეუფლება კლუბს, ვერც კლუბი გაიყიდება და ვერავინ დაეპატრონება, ყველა წევრს გააჩნია თანაბარი ძალა. ასეთი კლუბების შესახებ დავწერე აქ:
ფანების კლუბის დაარსება აქ არის ლისთი მსოფლიოში ცნობილი მსგავსი კლუბების:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_fan-owned_sports_teams ყველაფერი წყდება არჩევნებით და ხმათა უმრავლესობით. წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი.
2. შპს, აქ 100%-დან ყველა წევრს/მეწილეს აქვს თავისი პროცენტი, იმის მიხედვით ვინ რა თანხას დადებს, ან რამდენს ფლობს თავიდანვე, შეიძლება ვიღაცას უცებ კლუბის 51% აღმოაჩნდეს და ვიღაცას 1%. ვიღაცამ გაყიდოს წილი და ასე შემდეგ.. ძალთა ბალანსი არათანაბარია, მაგრამ თუ კლუბი მოგებაზე გავიდა მეწილეებს ექნებათ ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებაც.
3. "სს" სააქციო საზოგადოება. ესეც შპს-ს გავს, უბრალოდ აქ აქციებია და აქციები შეიძლება იყოს რამდენიმე ათასიც კი, აქაც ძალთა ბალანსი არათანაბარია. აქაც ორიენტირებულია საბოლოოდ კომერციულ მოგების მიღებაზე.. შპს და სს-ში მაგალითად სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი ნაკლებად ისურვებს გაწევრანებას, ეს უკვე ბიზნესია.
მეორე საკითხიარსებულ კლუბთან შეერთება თუ ახალი კლუბის დაარსება 0-დან.
მესამე საკითხი:ვიწრო წრე და დიდი თანხების ჩადება თუ მუშაობა ფართო მასებზე, იდეის კარგად შეთავაზება, სოც კამპანიის აგორება და ასობით ადამიანის ჩართვა.
მე პირადად მხარს ვუჭერ:
არაკომერციულ აიპის, სადაც ყველას ყოველთვის ექნება ერთი ძალა და ვინმე ფულიანი ერთ დღეში ვერ ჩაიგდებს ხელში ყველაფერს..
სადაც ერთადერთი მიზანი იქნება ის, რომ არსებობდეს საქართველოში სწორად მართული ძლიერი კლუბი, სადაც ფულის საჭრელად არავინაა..
მეორე საკითხს რაც შეეხება, კარგი იქნებოდა არსებულ კლუბთან თანამშრომლობა თუ ისინი შეიცვლიდნენ იურდიულ ფორმას თუ ეს შესაძლებელია ან სურვილი აქვთ.
მესამე, აუცილებლად ფართო მასებზე უნდა მოხდეს მუშაობა, რამდენიმე კაცი ამ საქმეში ნიშნავს იმას, რომ თითოეულს მოუწევს საკმაოდ დიდი თანხების დადება + ბლომად იურდიული საკითხები და გადასახადები..
გუშინაც გამოჩნდა საქართველოში ფეხბურთი როგორ უყვართ, რამდენიმე ათასი კაცი უბილეთოდ იდგა გუშინ კარებთან..
თუ ყველაფერი კარგად ჩამოყალიბდება და გაიშლება, თუ საწევრო არ იქნება მაღალი, და იურიდიულად არიქნება რთულად მოწყობილი, ძალიან ბევრი დაუჭერს მხარს.
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“