საინტერესო ისაა, რომ თამაშის წინ ვიკამ თქვა, გადამწყვეტი იქნება სწრაფი, პირველი შეტევებიო.
ლიტვის უდიდეს პლიუსად მიიჩნია ეგ და ნუ ნაკლები დაკარგვა და დაცვაში დროზე დაბრუნება მოგვაგებინებს თამაშსო.
ისე აგიხდეთ ყველაფერი 14-4 სწრაფ შეტევებში.
გუნდმა ნამდვილად იცოდა რას აკეთებდა, განსაკუთრებით - დაცვაში თამაშისას.
ასევე, როდესაც ვაგებთ ათ ქულას ან მეტს, არც მწვრთნელი, არც კალათბურთელი ამას კატასტოფად არ აღიქვამს და ცაიტნოტურ თამაშს არ იწყებს.
რაც შეეხება ზაზას:
უფორმობის მიუხედავად მაინც დონე დადო.
თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ვერ იყო იმ სიმაღლეზე, რაც საჭიროა.
ის ორი გარბენი, + სწრაფ შეტევაში რომ ბურთი ატარა და დიქსონზე მერე სულელური პასი გააკეთა , ძალიან არასწორი იყო.
(კიდევ ერთი სწრაფი შეტევის მარტივი ორი ქულის მაგივრად, გაგვიმართლა ჯარიმას მაინც რომ გამოვკარით ხელი)
თამაშის მერე მისი ჟესტი, როდესაც მთელი გუნდი ერთმანეთს ეხვეოდა, ზაზას დიადმა ხელმა მაინც შეძლო იმ არეულობაში თოკოს პოვნა
და კანკრეტნა მისი მოალერსება (თუ რა დავარქვა ;დ)
ხოდა ეგ ჟესტი ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით

ეგ იყო იოანე ნათლისმცემლის ჟესტი

პ.ს. შრიოდერთან ველი ურთულეს თამაშს მითუმეტეს ბუს გარეშე.
ისევ, ნაკლები დაკარგვები, ამ შემთხვევაში სამწამიანის აოხრება და თოკოს ჩამონგრეული ფარების იმედზე უნდა ვიყოთ.
ოდნავ ზემოდან შეხედვა და დაღუპულები ვართ
გაქცევები გვჭირდება მეორე მეოთხედში, რო შრიოდერს პაწა ხნით გამყრელიძე მივამაგროთ და ყველამ ერთად ვიკაიფოდ
This post has been edited by barcabarcabarca on 1 Sep 2017, 12:44