ილიას ზუროსი: მჯერა ქართული სიამაყის, გულის, ბრძოლისუნარიანობისა!
შაბათს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთელი ილიას ზუროსი სუპერლიგის მატჩებს დაესწრო, კვირა დილას კი ჟურნალისტებს შეხვდა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავად ილაპარაკა.
ილიას ზუროსის შესავალი სიტყვა ასეთი იყო:
- სახარბიელო სიტუაციაში ნამდვილად არ ვართ. ავსტრიასთან მატჩი 23 თებერვალს გველის, თუმცა შემადგენლობა დღესაც არაა სრული. ზოგი პირდაპირ ავსტრიაში ჩამოვა, ზოგი - ორშაბათ-სამშაბათს შემოგვიერთდება, საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებს კი სუპერლიგის შემდეგ პირველი სნაკრებო ვარჯიშის გამართვა კვირას მოუწევთ. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე დრო გვაქვს.
ჩვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ წამყვანი კალათბურთელები გვაკლია, ან ტრავმები გვაქვს. მთავარი პრობლემაა დროის უკმარისობა. ახალ გუნდს დრო სჭირდება შესათამაშებლად. კალათბურთი ჩოგბურთი არ არის, რომ ერთმა სპორტსმენმა მიაღწიოს წარმატებას, სპორტის ჩვენს სახეობაში მოედანზე ხუთმა კაცმა უნდა იმუშავოს ერთობლივად როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
სიახლე შტაბში...
- საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა - ჩვენთან იმუშავებს ახალგაზრდა მწვრთნელი თემურ კანკია. იგი გაეცნობა ჩვენს სწრატეგიას, ფილოსოფიას და დარწმუნებული ვარ, დიდ დახმარებას გაგვიწევს. ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ თემური უკვე გავიცანი და მისი შეხედულებებიც გავიგე.
ევროლიგელები...
- ჩემი მხრიდან მინდა მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც ბევრი იმუშავა, რომ გვქონოდა სრულყოფილი მოსამზადებელი პერიოდი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ თბილისში ჩარტერით პირდაპირ ვბრუნდებით, რადგან მომდევნო დღეს თბილისში გერმანიას ვმასპინძლობთ.
ასევე ბევრი შრომა ჩაიდო თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის ჩამოსვლის საქმეში, თუმცა ფიბასა და ევროლიგის დავის გამო ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ რთულია ელაპარაკო ევროლიგის კლუბების მწვრთნელებსა და პრეზიდენტებს კალათბურთელის ნაკრებში გამოშვებაზე...
გვერდში...
- დამიჯერეთ, დღეს საქართელოს ნაკრებს, ქართულ კალათბურთს მძიმე მომენტი უდგას. თაობათა ცვლის პროცესს თან სდევს ტრავმიანობა, ევროლიგელების არყოფნა... შესაძლოა, ზაფხულში სულ სხვა ნაკრები გვყავდეს, მაგრამ ზეიმში გვერდში დგომა ყველას შეუძლია, მთავარი კი ის არის, კრიტიკულ მომენტში ამოვუდგეთ მხარში.
სადღეისოდ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ გულშემატკივრის სიყვარული უნდა იგრძნონ, რადგან ახლა გამოდიან დიდ ასპარეზზე. ვიცი, ქართველებს კალათბურთი ძალიან უყვართ და სწორედ ამიტომ ველით გერმანიასთან მატჩში სავსე დარბაზს, მხურვალე ქომაგობას.
ცინცაძე...
- გიორგი ცინცაძე ნოემბრის მატჩებში ვერ დაგვეხმარა. მას ტრავმა ჰქონდა. მკურნალობდა ჩვენი ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ტრავმა მოიშუშა და ახლა რუმინეთშია. ვიდრე მას ვარჯშისას და თამაშისას არ ვნახავ, მის კონდიციებზე ვერაფერს ვიტყვი. იგი წლების განმავლოში თამაშობს საქართველოს ნაკრებში, დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, გიორგის გამოცდილება ძალიან წაგვადგება.
ლეგიონერები...
- უცხოეთში მოთამაშე ნაკრების წევრებიდან მხოლოდ ერთი, მაიკლ დიქსონი შემოგვიერთდება ავსტრიაში. იგი 21-ში ჩამოვა ვენაში. ლიბანში მოთამაშე ნიკა ცქიტიშვილი უკვე თბილისშია, ხოლო გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე 19 თებერვალს ჩამოფრინდებიან თბილისში.
ლეგიონერებთან ერთად მოვემზადებით სუპერლიგის კალათბურთელებით. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავიდან 18 კალათბურთელი იქნება, შევხედავთ, ოპტიმალურ თორმეტეულს შევარჩევთ და წასვლის წინა დღეს, 20 თებერვალს საბოლოო თორმეტეულსაც დავასახელებთ.
ავსტრია...
- ავსტრიაც და გერმანიაც ძლიერი გუნდებია. უახლოესი მატჩი ვენაში გვაქვს. ჩვენს მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს, რომლის თითოეული წევრი წლების განმავლობაში ერთად თამაშობს, კარგად იციან ერთმანეთის პლუს-მინუსები.
ავსტრიელებს არც ხარისხი დაეწუნებათ: ჰყავთ კალათბურთელები ესპანეთის ჩემპიონატში, გერმანიის ბუნდესლიგაში. ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებში თამაშობს მაჰალბაშიჩი - ტანმაღალი კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია, როგორც ფარქვეშ კარგი თამაში, ასევე პერიმეტრის კალათბურთელების პასებით მომარაგება. ძალიან რთული თამაში გველის.
გერმანია...
- გერმანიის ნაკრებზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ამ მოცემულობით, როდესაც ევროლიგის კალათბურთელები გვაკლია, სერბეთთან ერთად ჯგუფის ფავორიტია. გერმანელების შემადგენლობაში თამაშობენ ბუნდესლიგის წამყვანი კალათბურთელები. გერმანიის ჩემპიონატი კი ხარისხიანი ლიგაა, ბევრი ძლიერი ლეგიონერიც ჰყავთ.
იმედი...
- მეიმედება ქართული ხასიათის. ისევე როგორც ბერძნები, ქართველებიც ამაყი ხალხია და იოლად არასოდეს არაფერს თმობენ - ბოლომდე იბრძვიან. სწორედ ამას ვპირდებით გულშემატკივარს.
მიუხედავად ყველა სირთულისა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გარდა ამისა, წინ კიდევ მესამე ფანჯარაა, ორ თამაშს საქართველოში ჩავატარებთ სრული შემადგენლობით და სავსე დარბაზით, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გადავფაროთ ყველანაირი ცუდი შედეგი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, მათ შორის გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, ამ საერთო საქმის მხარდაჭერისათვის.
http://lelo.ge/article/%E1%83%98%E1%83%9A%...1%E1%83%90-3335 * * *
სერბებს ჩვენი ერთერთი ამოხრებელი მაცვანი გამოაკლდათ გერმანიასთან ჯგუფის ცენტრალურ თამაშისთვის, სამაგიეროდ სერიოზული უკანახაზელი სტეფან იოვიჩი დაემატათ !
http://www.fiba.basketball/en/basketballwo...-february-games
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)