არამარტო !
ცენტრებზეც (შერმა და გოგა) ბევრი იქნება დამოკიდებული, წესით მაღლებში უნდა შევქმნათ მნიშვნელოვანი უპირატესობა ისრაელთან. ის ამერიკელი მაღალი (ჰოუელი) დოპინგზე ჩავარდა და აღარ ჰყავთ ებრაელებს, კოჰენი იქნება რომელმაც მაგრად ითამაშა რუსებთან ტესტში, თუმცა ჯამში არ ჰყავთ ჩვენი დონის მაღლები.
აი დაბლებში კი პირიქით:
გალ მიკელი, ბლატი, ახალი ნატურალიზირებული (ჰოუელის ნაცვლად) ბართლომეო + წლევანდელი ევროპის ახალგაზრდულის ჩემპიონი და მვპ ზუსმანი ... მოკლედ ჩვენმა უკანახაზელებმაც უნდა ივაჟკაცონ !
თუმცა შემადგენლობაზე მეტად მე მაინც ჩვენი მოუმზადებლობა მადარდებს: ჩვენი ძირითადი ძალა შერმადინი, შენგელია, ბითაძე მხოლოდ ახლა შეუერთდა გუნდს ... ისინი კიდევ 2 კვირაზე მეტია სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ და ტურნირიც ითამაშეს რუსეთში, შესაბამისად უფრო მომზადებული და ტონუსში იქნებიან. ჩვენ კიდე ამხანაგურებს ვინ დაეძებს, 2 ვარჯიშიც არ გვექნება ძირითადი ხუთეულით ჩატარებული ...
აქვე ისრაელის დიდი დანაკლისიც უნდა აღინიშნოს: კასპი და ელიაჰუზე აღარაა საუბარი, მათ გარდა ჰოუელი (ლიდერი ამ შესარჩევში), გაი პნინი და დოუსონი (ესპანეთში გადავიდა და კლუბმა არ გამოუშვა თუ რაღაც ამდაგვარი).
* * *
48 hours before the match against Georgia, the Israel team continues in its preparation. So far sold 4,700 tickets out of 5,400 spread for sale for the game.
როგორც ჩანს ანშლაგი იქნება ისრაელში - თამაშამდე 2 დღით ადრე 4700 ბილეთი გაყიდულია 5400-დანო.