5. რეპეშა
- არის ძველი ყაიდის მწვრთნელი, მიუხედავად ხვალინდელი თამაშის შედეგისა. 20 ქულაც რომ მოიგოს ბუდუჩნოსტმა იგივეს დავწერ, რამეთუ ადრიატიკის ლიგა იმ დონის არ არის ნორმალური შემსრულებლების ფონზე ძველი ყაიდის კალათბურთით რომ ვერ მოიგო.
- ერლ კლარკის გამოყენება შეტევაში საუკეთესო მაგალითია ამისა. დღეს მისი შორეული საშუალებელი იზოლაციის და პოსტ მუვების შემდეგ ითვლება არქაულ გადმონაშთად და უაღრესად არაეფექტურად. დღეს ეგეთი სროლების შესრულების უფლება აქვს დიურანტს, იმიტომ რომ ის დიურანტია და არ ჯდება კანონზომიერებაში

ერლ კლარკი დიურანტი არ არი @ რადიო 105
დაახლოებით იგივე სტილში ხშირად უტევს ხოლმე მეორე კლარკიც, რაც ასევე აცდენილია თანამედროვე ტენდენციებს.
- გოგას შემთხვევაში ჩემი აზრით ადგილი აქვს სტადნარტულ მიდგომას. წიპა ჯერ ძალიან გამოუცდელია ამ დონეზე, სასწორზე დევს ტიტული და ამიტომ მოდი შავი სამუშაო შეასრულოს.
6. როგორ შიძლება გოგას გამოყენება ხვალ (სურვილი)
1. გოგას შემტევი არსენალიდან, ერთადერთი რაც ოჯოს წინააღმდეგ არ გამოდგება არის პოსტ მუვები ოჯოსვე გაბარიტების გათვალისწინებით.
2. გოგას მთავარი იარაღი შეტევაში - პიკენ როლი არის გამოსაყენებელი, რამეთუ ევროლიგაზე ოჯოზე ბევრად სწრაფ ცენტრებსაც უჭირდათ გოგას სისწრაფესთან გამკლავება.
3. კიდევ უფრო მეტად უნდა გაუჭირდეთ ცრვენას ცენტრებს გოგას დაკეტვა პერიმეტრიდან. ბუდენჰოლცერი დარწმუნებული ვარ 5-6 სამიანის უფლებას მაინც მიცემდა გოგას ასეთი ნელი ცენტრების წინააღმდეგ

4. დაცვაში საერთოდ არ არის საჭირო გოგა დაუდგეს ოჯოს. ამაზე წინა გვერდზე მიწერია... უფრო მეტიც, ცრვენას მთავარია იარაღი პერიმეტრია და გოგას გამოყენება პერიმეტრის დაცვის დროს საინტერესო ოფშენია. დაახლოებით ისე, როგორც უმაგრესი დეიან მილოევიჩი იყენებდა გოგას მეგაში ...
* * *
alikanturaდამნაშავეა თუ არა ამას საბოლოო შედეგი აჩვენებს. შეიძლება არც იყოს დამნაშავე. დანარჩენი ფაქტებია ძირითადად და მარტო რეპეშას არ ეხება....