საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგმა" სახლში "შოლე" გაანადგურა 88:54 და სატურნირო ცხრილში 7 მოგებით მე-6 ადგილზეა.
დიქსონმა 20:14 წუთში 9 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ორჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი პერსონალური მიიღო.
მისი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ლაბეირი იყო, ხოლო "შოლედან" კატესი (13).
https://www.sportall.ge/kalathburthi/legion...holesthanq.htmlცერცვა.ტეხავს, ბოისებზე ეგრე წერა ! ტოლიკა რომ ნაკრებშია მიუხედავად მაგისა, მაინც ტეხავს ...
* * *
დინამო 91 - 86 კაკტუსი
http://gbf.ge/league/superleague/game/4051817 ლევან ფაცაცია - 14 ქ, 8მ, 6პ
მიხეილ ბერიშვილი - 11ქ, 3 მ, 6პ (3/7 სამიანი)
დავით ლომიძე - 14ქ, 6 მ, 2 პ (4/5 სამიანი)
* * *
მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება "ვენეციასთან"
იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ერთ-ერთი ლიდერი "ვენეცია" 68:66 დაამარცხა და 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
მანუჩარმა 35 წუთში 11 ქულა ჩააგდო (8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო) და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.
მის გუნდში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი რეინოლდსი იყო, ხოლო "ვენეციადან" უაიტი (18).
https://www.sportall.ge/kalathburthi/legion...eciasthanq.html * * *
თორნიკე შენგელიას 12 ქულა და ბასკურ დერბიში "ბასკონიას" დამაჯერებელი გამარჯვება
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში 94:71 დაამარცხა ბილბაო".
შენგელიამ 21:41 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.
მისი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იანინგი იყო, ხოლო "ბილბაოდან" მამბრუ (21 ქულა).
"ბასკონია" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
https://www.sportall.ge/kalathburthi/legion...gamarjveba.html * * *
გოგა ბითაძე "მეგა ბიმაქსს" ორმაგი დუბლით "იგოკეას" დამარცხებაში დაეხმარა [VIDEO]
ადრიატიკის ლიგის მე-11 ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ბოსნიაში 89:82 მოუგო "იგოკეას" და 4 ქულით ჯგუფში მე-8 ადგილზეა.
ამ შეხვედრაში კარგად გაისარჯა ბითაძე: 25:54 წუთში 13 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) ჩააგდო, 10-ჯერ მოხსნა და ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 4 პერსონალური მიიღო.
მისი გუნდიდან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი განჩარი იყო, ხოლო "იგოკეადან" რადანოვიჩი და იევტოვიჩი (18-18 ქულა).
https://www.sportall.ge/kalathburthi/legion...mara-video.html