ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (81) ჩილელ ნიკოლას იარის (69) შეხვდა და სამ სეტში მოუგო 7:5, 0:6, 6:1.
მატჩი ჩილელის სასარგებლოდ 4:3-ზე შეწყდა, რადგან მოთამაშეებს ქართან ერთად წვიმა უშლიდა ხელს და კორტის სახურავიც გაფუჭდა, ვერ გადახურეს. მატჩი რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა.
განახლების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთ ათამაშდა, მან წაგებული მოწოდება დაიბრუნა და შემდეგ 4:5-ზე სამი სეტ პოინტი გადაარჩინა. ბასილაშვილმა იარის მოწოდებაზე ბევრი იბრძოლა, 3 სეტ პოინტიც გაანიავა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა - 7:5.
მეორე სეტში ნიკოლას იარის უპირატესობა აშკარა იყო - 6:0. მესამე სეტში კი პირიქით მოხდა, ბასილაშვილმა იოლად მოიგო სეტი და ფინალში გავიდა.
ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშანდელ გამარჯვებულს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს ხვდება. 31 წლის არგენტინელი მსოფლიოს 36-ე ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში საკვალიფიკაციო ბადიდან გააღწია.
პოპსპორტი
ძლივს არ გავიგე რა ტურნირი ყოფილა
This post has been edited by Lаki on 28 Jul 2018, 22:17
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3