ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა გუნდური ჩემპიონატის - დევისის თასის ფორმატის რეფორმირებას, - იტყობინება ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ახალი ფორმატის თანახმად, ტურნირი ნოემბერში, ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. მასში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. აქედან 16-ს მიიწვევენ რეიტინგის თანახმად, კიდევ ორს ორგანიზატორები აარჩევენ.
თავდაპირველად, გუნდები წრიული სისტემით ითამაშებენ, რის შემდეგაც, გაირკვევა პლეი ოფის მონაწილე რვა გუნდი. ისინი ავტომატურად მიიღებენ შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას.
აღნიშნავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ელიტურ დივიზიონს. ზონალური პირველობები ძველი ფორმატით გაგრძელდება.
ელოდებიან, რომ ტურნირის ახალი ფორმატი უკვე 2019 წელს ამოქმედდება
* * *
http://www.soonersports.com/SportSelect.db...DB_OEM_ID=31000 ალექსანდრე ბაკში აქ თამაშობს
http://itarankings.itatennis.com/RankingList.aspx?pType=S ეს კი უნივერსიტეტების და ერთეულების რეიტინგია