sony2005ზუსტად მაგაშია საქმე მერე.
სანამ დაფინანსება იქნება, მანამ ეს ხალხი ფეხბურთში იქნება. რა არის აქ გაუგებარი.
უმარტივესი სქემაა რა, ფული არის - ხარ შენც, არ არის - მიდიხარ.
რა მოყვება ამას -
გარკვეული რეცესია, უდავოდ, რაღაც ხნით.
ეს რეცესია რატომ იქნება იმაზე უარესი რაც დღეს ხდება ვერ ვხვდები.
წარმოიდგინეთ, ვარ კლუბის პრეზიდენტი, სახელმწიფო მაძლევს რაღაც თანხას
ვტეხავ საკაიფოდ მაყუთს.
მე სპონსორზე და თანადამფინანსებელზე არ ვჩალიჩობ, მარა დავუშვათ ცა გაიხსნა და თვითონ მოვიდა.
ჯერ ერთი - არცერთი თანადამფინანსებელი არ მოვა ისე რო მე დამტოვოს კლუბში.
ან თუ მოვა კაპიკ-კაპიკ დამითვლის ყველაფერს, მოტეხვის შანსი - 0
ამიტომ არაფერში არ მაწყობს მე ეს "ბიზმესმენები" და სპონსორები.
ავტომატურად ნიშნავს რომ მიკეტავენ "ტრუბას".
უტოპიაა მიდგომა "დავაფინანსოთ და გავაკონტროლოთ"
შეუძლებელია დღეის მდგომარეობით.
გამოსავალია დაფინანსების სრული აკრძლავა გარკვეული ხნით, დავუშვათ 5 წლით.
გაიხიკება ეს ხალხი სხვა მხარეს.
დარჩება 5 გუნდი კი ბატონო.
და მერე შეიძლება, ისიც, დიდი სიფრთხილით 'დავეხმაროთ და გავაკონტროლოთ' მიდგომის ამოქმედება.
თითოეული დახარჯული თეთრი დღეს არის ჭაობის განვრცობაში გაცემული თანხა.
რაც უფრო მეტს აფინანსებენ, მით უფრო ღრმავდება.
თქვენ კიდე 50 მილიონი წელიწადში ბევრი არ არისო.
ბევრი კი არა წარმოუდგნელად დიდი თანხაა გადაყრილი იმაში, რომ ფეხბურთი უარესობისკენ წავიდეს
სახელმწიფომ ააშენოს და გაარემონტოს სტადიონები, გადაამზადოს მწვრთნელები, მსაჯები, ბავშვთა მწვრთნელები, სპორტული მედიცინა ააღორძინოს და ა.შ..
ხელფასები, ეკიპირება, სტადიონის მოვლა კლუბის ვალდებულება თავიდან ბოლომდე/
არ შეგიძლია? გააჯვი სახლში.
კლუბი დაიშლება? დაიშალოს.
ორი აზრი არ უნდა იყოს ამაზე.
ასეთ არსებობს არარსებობა ჯობია.