ბეილი უელსისთვის სერიოზული დანაკლისია, ისევე როგორც რონალდუ პორტუგალიისთვის მაგალითად. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთი დონის სასტავი გვყავს, ალბათ ყველაზე მეტად ჯანო დაგვაკლდება. ყველაზე დიდი მტერი ჩვენი არის უთამაშებლობა, პლიუს დვალიშვილი, ლობიანა და დაუშვილი სასტავში. გვილია და კვეკვე მოაზროვნე საყრდენები არიან და აუცილებლად უნდა ითამაშონ, თითო ტაიმი მაინც, მათ გვერდით ჯანდაბას იყოს დაუშვილი, ან კანკავა, რომელიც ამ მომენტისათვის უკეთესად არის მზად. მერება წესით აუცილებლად სასტავში უნდა იყოს. გიჟუას არამგონია ამ მოკლე ხანში ჭკუა ესწავლა, ისევ დაიწყებს უაზრო თრევას ბურთისას და ნერვებს მოგვიშლის.
ჩემი სასტავი ასეთია: რევიშვილი, რაც არ უნდა იყოს პრაქტიკა აქვს.
კაკაბა, კაშო, სოლომონა, ნავალა(ამ ფლანგზე საშინლად გაგვიჭირდება)

კანკავა(დაუშვილი), ერთი ტაიმი კვეკვე, მეორე ტაიმი გვილია.
მერება, ჯიღა, ვაკო(მეორე ტაიმში შემოვიყვანდი გიჟუას)
ქვილითაია
ნავალას თუ ძალიან გაუჭირდა იქნებ ჰუფნაგელი შეაშველოს, მაგ ფლანგზე ხომ შეუძლია თამაში ნახევარდაცვაში.
თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე შეიძლება საერთოდაც სამი საყრდენით ვითამაშოთ და მაშინ აბუც სასტავში უნდა იყოს. აი ქვილითა რომ დაიღლება მაგის მაგივრად ვინ შეიძლება გამოვიდეს? გაგიკვირდებათ და დვალიშვილს გაოიყვანს, პრესინგს თამაშობს ხოლმე ნორმალურად და გოლი იქნებ ნახევარმცველებმა გაიტანონ. ))