არაფერი არ დგას მაგ იდეის უკან გარდა ერთი ადამიანისა
რუმენ ვატკოვი 2013-15 წლებში იყო სოფიას ცსკას კომერციული დირექტორი, მაგის იდეაა..ფონდი აქვს დარეგისტრირებული ენჯეოს სახით
ზუსტად მაგის მმართველობის პერიოდში ცსკა ევროპის ლიგიდან ზიმბრუმ გამოაგდო, პლუს სოფიის კლუბმა 20 მილიონი დოლარი ვალი დააგროვა, პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოართვეს და მესამე ლიგაში უკრეს თავი

მერე ამ ვატკოვს და კლუბის მაშინდელ პრეზიდენტს ტომოვს აახვევინეს, საქმეში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი ჩაერია, რადგან დიდი ჰისტორიის და არმიის გუნდი იყო, მესამე ლიგიდან ისევ უმაღლესში დააბრუნებინა ცსკა..
იმის მერე ეს ვატკოვი უმუშევარია...
ბულგარული პრესა რო წაეკითხათ ჩვენს ჟურნალისტებს ამ იდეაზე არ დაწერდნენ "ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია-ო..." (ლელოს ეწერა)
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ, იგივე სოფიის ცეესკამ, ლევსკიმ, ბოტევმა გაიცინეს ამ იდეაზე...საერთოდ არავის უსაუბრია ჩვენთან ამაზე და სრულიად არარეალურიაო...ამ 200 მილიონის ამბავზე "ტელეკონტრაქტებიდან" = "დავითვალეთო" არავინ ამბობს, ეს ვატკოვი იძახის სავარაუდოდ, ამხელა შემოსავალი გევქნებაო..რაზე დაყრდნობით გაუგებარია
იქვე აყოლებს რო არ უსაუბრია არც ფიფასთან, არც უეფასთან, არც ეროვნულ ფედერაციებთან და არც კლუბებთან, რომელიც თავად "ჩაწერა" "მეგალიგაში"..."დნევნიკი" ეკითხება "ბოტევი" რატო შეიყვანეთო და უბრალოდ შევიყვანეო

ამბობს = ყველა ამ კლუბმა საკუთარი ეროვნული ჩემპი უნდა დატოვოს თუ მეგალიგაში უნდა თამაშიო..და თუ თავის ჩემპშიც დარჩება მაშინ იქ მეორე შემადგენლობით ითამაშოსო..
არ არი განმარტებული ევროთასებზე როგორ გავლენ? კალენდარს ვის შეუთანხმებენ?..
მოკლედ "მეგა" იდეაზე არავის აზრი არ მოუსმენია, ისე გააკეთა ვებ-საიტი და გაავრცელა ეს ინფო
იმიტომაც აქვს საიტზე = პატრნიორებში
PARTNERS
COMING SOON!
This post has been edited by guriaaa on 27 Oct 2017, 23:51