აუ, გუშინ ერთ კაი უბანში კაი ბიჭების სასტავში გავიჩითე...
ძაან სახალისო ამბავი გაეძრო
მოკლედ ერთი ჩვენებური ფეხბურთელი, რომელიც კაი ხანია ერთ ევროპულ ჩემპიონატში თამაშობს, თურმე მუდმივად ურეკავს საძმოს და 100%-იან კუშებსს ეუბნება
"დღეს ვიგებთ", "დღეს ვაგებთ", "პენალტს ავიკიდებ"..მისთანანი
ხოდა ეს ბოლო სამი-ოთხი კვირაა თურმე ყველა ეს სტოპრო კუშები გატყდა, გაგიჟებული ბრატები გადავარდნენ ვალებში..ზოგს 1000 ლარი აქვს წაგებული, ზოგს 3000-ი, ზოგს 100-ი..ხოდა იმას უთქვამს მე გადავიხდი არაა პრობლემაო და იმის მერე ტელეფონს აღარ იღებს..
აუ ეს სცენა უნდა გენახათ რა..
თავი კომედიაში მეგონა.."სკაიპზეც აღარ პასუხობს ეგ ჩემისა" დიალოგები და რამე
ადრე 90-იანებში ტერნოპოლში და შეპეტოვკაში რო იყო "ქართული კოლონიები" იქედან მახსოვს ახლობლებთან რეკავდნენ ყველა თამაშზე..
ახლა ეგეთები კიდე თუ ხდებოდა ნაღდად არ მეგონა
თან ერთი გრუზინია ეგ ჩემისა იმ გუნდში და დანარჩენ 10-ს 3000 ლარზე აყომარებს?
აზრს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ეგ კი ვიცი რო მაგარ ცემას ნაღდად ვერ გადაურჩება
ან დისკვალიფიკაციას აირტყავს