საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი მორიგი შეხვედრებისათვის მზადებას შეუდგა. როგორც უკვე გაუწყეთ, მარგველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ადგილობრივი სპეციალისტი მალხაზ ღონღაძე ასრულებს, ასისტენტობას კი მას ამ ეტაპზე 15-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი მამუკა ფუტკარაძე უწევს.
გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოვებული მატჩებისათვის მაქსიმალური კონცენტრაციით ემზადება. აღსანიშნავია, რომ გუნდში გასინჯვაზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი შოთა შეყილაძე, რომელიც მშობლიურ ქალაქში სასკოლო გამოცდების ჩასაბარებლად იმყოფება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 28 მაისს გამართავს - ამ დღეს, ჩემპიონატის პირველი ეტაპის მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში, "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდება...
https://www.facebook.com/fczesta/posts/1891834954182637 This post has been edited by sergo_38_fcz on 21 May 2018, 22:11
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)