სატურნირო ცხრილი 02.09.2019-ს მდგომარეობით...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძალიან რთული ტურინირია სათამაშოდ, გაცილებით უფრო რთული ვიდრე ლიგა-4...
როდესაც სეზონის დასაწყისში ერთ-ერთ ჩინოსანს ვთხოვე, რომ მეორეადგილოსნისტვის პლეი-ოფის შანსი მაინც დაეტოვებიათ, მიპასუხეს რომ აქედან ამოსვლას რაღა უნდაო?
არადა, აქეთ შენ გადიხარ-იბრძვი და იქეთ მთელი დუნია, თამაშზე მარშრუტკით მიმავალი ფეხბურთელებისა და ტურნირის ჩამტარებელ ჩინოსანთა ჩათვლით, თამაშამდე რამდენიმე დღე ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე ამ ტურამდე ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ "ზანას" შარშანდელი ვალი აქვს სადღეისო 4-ადგილოსანი "სქურის", რომელიც მან შინ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უნდა მიიღოს და ამიტომ ბრძოლა არ იქნება და აბაშელები სახლში წააგებენ, თანაც ისე რომ წალენჯიხის ფორვარდი ირაკლი ქობალია, რომლის გარეშეც აქამდე მის გუნდს გოლი ვერ გაუტანია, საბერძნეთში მიდის პირად საქმეებზე და სულაც არ ნაღვლობენ ამას, რადგანაც ყველაფერი ისედაც შეთანხმებულია ...
პ.ს. ზანა - სქური 1-2 დამტავრდა გუშინ...
პ.პ.ს. ჩვენ და ძალიან სიმპატიურმა ბათუმმა სისხლი გამოვადინეთ გუშინვე ერთმა მეორეს...
პ.პ.პ.ს. რა ტყუილია აქ დაწერილში და რა მართალი, სულ მარტივი გადასამოწმებელია, ცუდი ისაა რომ გული გიტყდება ასეთი ამბების გამგონსა თუ შემყურეს...
This post has been edited by sergo_38_fcz on 2 Sep 2019, 11:27
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)