ფულის დაზოგვა რა შუაშია? ))
ვთქვათ არის ადიდასის ეკიპირება, კატალოგში 2018 წლის დიზაინი არის ერთი, 2017-ში სხვა იყო, 2019-ში სხვა იქნება, დაჟე მიუნხენის ბაიერნიც იმავე დიზაინითაა, ერთადერთი განსხვავება ლურჯი კანტებია ახალ მაისურში, ადიდასი და ბაიერნი კი მოგეხსენებათ როგორი პარტნიორებია

რჩება ერთი ვარიანტი წინა წლების და სხვა ხაზის მაისურების აღება, რომელიც სხვათაშორის უფრო ნაკლები ღირს

იგივე ჩიხურასაც არა ერთი, არამედ ორი ფორმა ჰქონდა, ის მეორე ზუსტად რომ განსხვავებულია, თეთრი რუხი ჩასმით მკერდზე, ასაკობრივ ნაკრებებსაც ეცვათ იგივე თეთრ-წითელში.
სიონს უბრალო ჟომას ფორმა აქვს, იგივე აქვთ სხვა კლუბებსაც, შუქურას ვთქვათ ლიგა-2-ში.
ვიტს ერეას ეკიპირება აქვს განსხვავებული, კელმე აქვს შევარდენს და ა.შ.
ეკიპირებაში ბევრად ნორმალურად არის საქმე და კარგად დაჟე. ადიდასი თუ ეცმევათ გუნდებს ხშირად იქნება დამთხვევა. უბრალოდ არ გვყავს ჩვენ ტრადიციული და ისტორიულად გამორჩეული ფორმის მქონე კლუბები. დინამოებს ლურჯ-თეთრი, ტორპედოს შავ-თეთრი ისტორიულად, ლოკოს წითლები და ვიტს მწვანეები ჩამოუყალიბდათ რაც უცებ მახსენდება, დანარჩენებმა უფრო უნდა მოიფიქრონ ალბათ ფერების შეხამება.
საკრიტიკო უამრავია, ეკიპირება ნაკლებად
This post has been edited by zidane_2014 on 29 May 2018, 01:43