ლანდი ფოთში: უნისონი, დისციპლინა, სწორი მენტალიტეტი...
ფოთის სარაგბო სტადიონ "პარკი-არენას"" საპრესკონფერენციო დარბაზში "კოლხეთი 1913-ის" სპონსორმა, სამშენებლო კომპანია Lion Building Development-მა (დირექტორი გიორგი ხერხაძე) ფეხბურთელებსა და კლუბის ადმინისტრაციას ახალი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ლანდი წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას კოლხთა პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. 62 წლის აპენინელმა სპეციალისტმა თავის სამწვრთნელო პრიორიტეტებზე ილაპარაკა. პირველ რიგში, მან ყურადღება გაამახვილა მწვრთნელისა და ფეხბურთელების უნისონში მუშაობის, დისციპლინისა და სწორი, გამართული საფეხბურთო მენტალიტეტის აუცილებლობაზე. ზოგადად, ის წვრილმან საკითხებსაც შეეხო, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.
შეხვედრაზე ასევე დაისახა გუნდის მიზანიც - ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რაც დღევანდელი გადასახედიდან იოლი არ იქნება, თუმცა არა - შეუძლებელი. საამისოდ კი საჭიროა გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის სრული კონცენტრაცია თავიანთ მოვალეობებზე, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება სინიორ ლანდიმ.
დღეს ის კოლხებს ამხანაგურ მატჩში დააკვირდება, ხვალიდან კი ფოთელთა გუნდს ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს. ჩემპიონატისთვის საბოლოო სახეს გუნდი პარასკევისთვის მიიღებს.
ამასობაში, გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე "კოლხეთმა" ამხანაგურ მატჩში 5:0 მოუგო ბათუმის "დინამო 2-ს". ფოთელთაგან გოლები იმნაძემ, დოროშენკომ, ხატიაშვილმა, მახარაძემ და ყანჩაშვილმა გაიტანეს.
კოლხეთი: კნიგა, კერელეიშვილი, ციკოლია, ვეჩტომოვი, კაბორე, აშორტია, დოროშენკო, ტყემალაძე, კაკულია, მიხალიოვი, იმნაძე; მეორე ნახევარში შევიდნენ: მიქავა, ჭეიშვილი, ხატიაშვილი, აფხაზავა, ძაძამია, შალიკაშვილი, გოგბერაშვილი, ყანჩაშვილი, ფენდერავა, მახარაძე.
http://lelo.ge/article/%E1%83%9A%E1%83%90%...2%E1%83%98-7343კნიგა, ვეჩმოტოვი, დოროშენკო - ახალი ლეგიონერები გამოჩენილან.
ძველებიდან მხოლოდ კაბორე და მიხაილოვი დატოვეს როგორც ჩანს.