მეჯავრება სამტრედია თავისი არასპორტული საქციელებით. ჯერ დღეს რა ქნეს იმ 2 ეპიზოდში, მერე აჭარასპორტის ჟურნალისტს რომ დაურეკა ტუღუშმა. ჩავიდნენ მე-2 ლიგაში, იქნებ ცოტა ჭკუა ისწავლონ.
რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას

კლუბსაც ვიცნობ, ფეხბურთელებსაც, მენეჯმენსაც და რუხაძეებსაც
1. კარგი ის არის, რომ პრინციპული პრეზიდენტია და ერთ არჩეულ გზას მიყვება
2. ადამიანური თვალსაზრისით ძალიან კარგი და მოწესრიგებული ფეხბურთელები არიან შეკრებილები
ამით პრინციპში კარგი მთავრდება

ახლა ცუდი:
1. მცხეთის კლუბად არასდროს არ გადაკეთდება

უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, მცხეთის კლუბად რომ გადაკეთდეს ვიტყვი რომ ბოლო ჟამი დამდგარა
2. ლეგიონერს კლუბში ვერ ვიხილავთ
3. სტადიონის საფარის გამოცვლა დაიწყება გაზაფხულიდან, შესაბამისად თითქმის მთელი სეზონი ვიტი სავარაუდოდ ქუთაისში/ზესტაფონში ითამაშებს, რადგანაც თბილისში სტადიონის ქირა უფრო ძვირი ჯდება
4. არც ერთ კაპიკს არ დაამატებს რუხაძე ფონდის ფულს
ნუ რეალურად რომ შევხედოთ, მე დიდად ვერ ვხედავ კლუბის განვითარების პერსპექტივას გრძელვადიან პერიოდში. სამტრედიას უფრო მეტი შანსი აქვს განვითარდეს, მაგრამ მაგრად არ მევასებიან და ისევ ვიტი იყოს, დიდხანს იბრძვის და უნდა მიეცეს შანსი.