2018 წელს ისეთ დროს რა დროსაც უკვე საფეხბურთო სისტემები უმაღლეს მწვერვალს აღწევს საქართველოს ჩემპიონატი არის ჭაობში საიდანაც ამოსვლა არვიცი უწერია თუ არა 6 თვით გამოჩნდებიან ფეხბურთელები მერე უკვალოდ ქრებიან გუნდებსაც პასუხს არავინ სთხოვს მათაც რათქმაუნდათ არ აინტერესებთ , რადგანაც გარანტირებული თანხები აქვთ ანუ ბიზნესი მომგებიანია იმ მინიმუმითაც რასაც აკეთებენ , სამწუხაროა ევროთასებზე გასული გუნდები რო ესეთ ჭაობში არიან და ისეთი ფეხბურთელები ყავთ შეტევაში რო რა აზრი აქვს ვერ ვხვდები შეუძლებელია რომელიმე ნორმალური გუნდის სისტემას მოუგონ .
ტორპედო - კაპანაძე ბოხაშვილი დოლიძე ლიპარტია ტუღუში წიქარიძე კუტალია . ნორმალური გუნდის ნახევარდაცვა დაცვას ესენი ვერ გაივლიან , არც ევროპული დონის ფლანგებია და სისწრაფე და არც კლასი , მითუმეტეს იმ სქემით რა სქემითაც ჩხეტიანი ათამაშებს და დაცვა საერთოდ კატასტროფაა დავით ხურცილავა არის ცენტრალური მცველი ამიტომ სავარაუდოა დიდი ანგარიშით გამოვარდნენ
სამტრედია- გუნდს არ გავს საერთოდ ერთმანეთი არ მოწონთ ისეთ შტაბეჭდლებას მიტოვებენ ერთი სიტყვით საერთოდ დასალაგებელია ყველაფერი აქ , ნდონგი გაუშვეს ფატიჩს არ ათამაშებენ დაცვა ქარქუზაშვილი-კერძევაძე ყველა გადახევს ამათ, უფანტაზიო და უდისციპლინოა შეტევაში გი რაც იყო იმის ნახევარი კი არა 10 % აღარაა სავარაუდოდ ლეგიონერებს მოყრიან ევროთასების წინ მაგრამ ორ დღეში გუნდი არ კეთდება ამიტომ ამათგანაც არ უნდა ველოდოთ საერთოდ არაფერს .
ჩიხურა - იმის მიუხედავად რომ აქ თამაშობენ და რაღაცას აკეთებენ 0 ია ეს გუნდი ევროასპარეზისთვის ამ შემადგენლობით . ფრუიძე დღემდე ფულზე წუწუნებს და იმაზე რომ უნდა მაგრამ ვერ მოიყვანს ვერავის და ამ ბიჭებს მისცემს შანს შეიძლება ბუღრიძემ ერთი ორი ლამაზი მომენტი შემოგვთავაზოს მაგრამ საბოლოო ჯამში დაცვას გადაურბენენ მიაყოლებენ ნახევარდაცვასაც ამიტომ არც ამათი იმედი მაქვს მე პირადად არცერთ მატჩში.
დინამო- როგორც გავიგე დინამო განთესილი იქნება ამიტომ ყველაზე ნორმალური მეტოქე დადებითი შედეგისთვის ეყოლება ამათ, მაგრამ შულაია - ივანიშვილის ფლანგები ვერანაირად ვერ შეუქმნის ვინმეს პრობლემას როცა ესეთი ფლანგებია ზივზივაძეც 0 ია ძალამიძე ჯერ ძალიან შორსაა იმისგან რაც იაგოლენიაში იყო სწრაფი შეტევის მოყვარული , ამიტომ არ ვიცი აქაც დიდი გაეუგებრობაა მე პირადად ნინუა მომწონს და მის გვერდით ვინმე ნორმალურ ლეგიონერს ვიხილავდი პლიუს სწრაფ ფლანგებს და რათქმაუნდა დაცვის ცენტრში ერთ გამოცდილ ლეგიონერს , რაც არამგონია რეალობასთან ახლოს იყოს ამიტომაც ვართ 1994 წელში მოვიდა ევროთასები და ჩვენ ისევ ჰაერში ვართ სამწუხაროდ