აი არვიცი,ასე გულდაწყვეტილი სტადიონიდან რამდენი ხანია არ წამოვსულვარ

ეს მოიტანა ფიფია-კაჭარავას შეთანხმებულმა ტანდემმა და სიმშვიდემ,ამ გუნდს რო ორი ნორმალური ფეხბურთელი მოეყვანა,მესამე ეტაპზე იყო გუნდი,ერთი საშუალო დონის ჩამშლელი,მცველი და თავდამსხმელი,მეტი არ უნდოდა. მეკარეზე აღარ დავწერ არაფერს,ამოვიდა ყელში, ნებისმიერი ჩაწოდების,ბურთის დაბრუნების,დაგორების,დარტყმის დროს,გული მისკდებოდა,წარმომიდგენია გუნდისთვის რამხელა სტრესია როდესაც კარში ასეთი არადამაჯერებელი მეკარეა,ძალიან გადადის ეგ დაცვის ხაზზეც და ყველაფერზე ( აქვე მადლობა იმ ერთი სეივისთვის,რომელიც ბოლო წუთზე გააკეთა 1-0-ზე )
რა უნდა თქვა,მიყავდა დინამოს თამაში და ძალიან კარგადაც თამაშობდა,ვთვლი რო არ იმსახურებდა სტრედა შემდეგ ეტაპზე გასვლას,უბრალოდ დინამო ბოლო 10 წუთი გაგიჟდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეს არის ზუსტად ამ ასაკის და ამ გამოუცდელობის ბრალი,არასწორი ცვლილებების და ნაკლები პრაგმატიზმის. აი გოლებამდეც,საგიჟეთი დაიწყო,ის პირველი საჩუქარი რომელიც მიიღო სტრედამ და ვერ გაიტანეს 1-1 ზე,შემდეგ შეგვიგდეს,შემდეგ 2 წუთში ისევ როგორი საჩუქარი მიიღეს და ვერ შეაგდეს და შემდეგ ისევ შეგვიგდეს,მთელი 180 წუთი რაც არ შეუქმნიათ,6 წუთში გააკეთეს ყველაფერი.
ლოჩოშვილი-კობოური,ასეთი ცუდი დუეტი,არვიცი.
კობოური - 1.88 სმ
ლოჩოშვილი - 1.91 სმ
იუსუფ ბაიო- 1.84 სმ
მე დავწერე კენჭისყრის შემდეგ ბაიოზე,2 თამაში ვნახე თან სულ.

და ამათმა არ იცოდნენ ან ვერ გაიგეს ვინ უნდა დადგომოდა ან პერსონალურად აეყვანა ?
იქაურ გოლს რო შევეშვათ,აქ თავზე გადააჯდა მთელს დინამოს დაცვას.


სიმაღლეები შემთხვევით არ დამიწერია ზემოთ,კობოური არის ბაიოზე 4 სანტიმეტრით მაღალი და ლოჩოშვილი 7 სანტიმეტრით,ტიპი შემოდის ორივესთან ორთაბრძოლაში ორივე გოლზე და თავით გააქვს ბურთი,როცა იდეაში ორივე ამ ბურთზე გამოდიოდა,წარმოუდგენლად ცუდად შეაფასეს ორივეჯერ ორივემ ეპიზოდი და იმის ინტერვალიც კი ვერ დაიჭირეს,როდის უნდა ამხტარიყვნენ,ბაიო ორივე მომენტზე დაელოდა ბურთს და სწორ დროს,სწორად ახტა,ისე რომ ორივეზე მაღლა იყო ორივეჯერ

კონტაქტშიც კი ვერ შევიდნენ წესიერად რო ხელი მაინც შეეშალათ.