ხო აი რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ...
ტიპს როგორი არაადეკვატური კომენტარი აქვს გაკეთებული, ამან ვინ უნდა გაწვრთნას?
ბავშვების მწვრთნელობაც კი არ უნდა მიანდო.
ტიპები საკუთარ ნაჭუჭში არიან გამომწყვდეულები და გარეთ არ იხედებიან.
აბა სხვანაირად როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ თქვა შანსები 50/50-ზეაო

როდემდე უნდა ვინახოთ ეს მავნებლები, როდემდე უნდა ვუხადოთ ხელფასი ჩვენი ჯიბეებიდან?
ფულს იმაში ვუხდით, რომ თავი მოგვჭრან ყოველ ზაფხულს?
კაი გასაგებია, რომ არაკვალიფიციური კადრები გვყავს, როგორც მენეჯმენტში, ასევე წმინდად სპორტულ საკითხებში, მაგრამ ბარემ ისეთ არაკვალიფიციურ კადრს მაინც ჩავაბაროთ ეს საქმე ვინც ადეკვატური მაინც არის და საკუთარ თავის გაუმჯობესების უნარი გააჩნია.
და ბოლოს რატო არავინ არ იღებს ხმას? რატო არავინ არ ყვირის, რომ უსამართლობას აქვს ადგილი?
ვინ არის დღეს ქართული ფეხბურთით დაინტერესებული? - თბილისში არავინ - ნეიტრალური ქომაგი არ არსებობს, თამაშებზე დადიან ფეხბურთელების ნათესავები და ბორდის წევრები.
რეგიონებში - 50 წელს გადაცილებული ხალხი, საბჭოთა მენტალობით, რომლებიც ვერ უყურებენ საკითხს კომპლექსურად, ბავშვობიოდან იციან, რომ სისტემაში არ უნდა ჩაიხედონ მაინც ვერ გაიგებენ და რა პრობლემებიც მოედანზეა, მხოლოდ იმ ფეხბურთელების ბრალია ვინც მოედანზე დარბიან.
ჟურნალისტები არ ყვირიან. ძალიან ვიწრო წრეა ქართული საფეხბურთო სამყარო, ყველა ყველას იცნობს და კრიტიკა არ მოსულა, ხო არ გაუტეხავენ ერთმანეთს?
მემგონი დროა რამე ვოჩდოგი არასამთავრობო შევქმნათ, ჩვენ მაინც, აქ ვინც ნერვებს ვიგლეჯთ და ყველაფერი ვიყვიროთ და პასუხები ვითხოვოთ რაზეც ვფიქრობთ, რომ უსამართლობაა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ოდესმე უნდა დამთავრდეს.
This post has been edited by Mikhail Milanist on 20 Jun 2018, 15:31