ბიუჯეტი ხომ არის 8 მილიარდი.
ფეხბურთის დაფინასება 50 მილიონი.
სულ მიდის ფეხბურთის დაფინანსებაზე 0.62 პროცენტი.
სხვანაირად დავთვალოთ.
გადასახადის გადამხდელები რომლებსაც ფეხბურთი უყვართ.
20%.
ანუ ერთი მილიარდ ექვსასი ათასი ლარის წილის მქონეები.
მათი გადასახადებიდან ფეხბურთის დაფინანსება მიდის 3,125 პროცენტი.
რა ვიცი მე არ მიმაჩნია კატასტროფულად რომ ჩემი გადახდილი 100 ლარიდან.
20 ლარი წავიდეს ჩემს უსაფთხოებაზე (ჯარი, პოლიცია)
20 ლარი ჩემი შვილების განათლებაზე
20 ლარი ჯანრთელობაზე
20 ლარი ინფრასტუქტურაზე
14 ლარი კიდევ ჰიუ ევუ მამუ ზნაეტ
და სადღაც 6 ლარი სპორტზე
თუ სპორტზე წავა დიდი წილი ფეხბურთზე უნდა იყოს რადგან უკუგება ყველაზე მეტი აქვს
სხვა საქმეა მოთხოვნა იმაზე სწორად იხარჯებოდეს ვიდრე იხარჯება
სამართლიანი მოთხოვნაა.
სრულ ეკონომიკური თავისუფლება მეც მომწონს.
გლობალური ბაზრის ანარქია თუ რაღაც ამის მსგავსი.
მაგრამ იქამდე შორია.
იმაზე უფრო შორი ვიდრე კომუნიზმამდე იყო.
გვინდა თუ არა გვინდა ჩვენ თაობას მოუწევს რამე სახის სახელმწიფოში ცხოვრება და რაღაც სახის გადასახდის გადახდა.
ჰოდა მაცადეთ რა ჩემი ფულის მხოლოდ 3 პროცენტს ვხარჯავ იმაში რაც მომწონს
სუფთა გირჩული მიდგომითაც არასწორები ხართ
რეალობაში მეტს არ ვხარჯავთ.
აბა გაიხსენეთ ვისაც ფეხბურთი გიყვართ და მუშაობა დაიწყეთ რა გააკეთეთ.
მე დიდი ტელევიზორი ვიყიდე.
მერე საკაბელოები ჩავრთე.
მერე ინტერნეტი.
500 ლარი რომ მქონდა ხელფასი 50 ლარი ამის გადასახადი მიდიოდა.
ღარიბი ვიყავი მაგრამ ჩემი ხელფასის 10 პროცენტს მაინც ამაში ვუშვებდი.
მერე შემოსავალი გაიზარდა და ეხლა პროცენტულად ნაკლები გამოდის.
მაგრამ მაინც ზუსტად იმ 3 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
რომც გამეზარდოს კიდევ შემოსავალი პირიქით უფრო აიწევს.
მერე დავაწვები და ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად წავალ და მივაფშვნი სავარაუდოდ რამდენიმე ათასს.
კი მესმის არგუმენტია რომ არ ჯობია ყოველწელს სახელმწიფოს არ უხადო 6000 ლარი და ამას უკვე წელსვე შეძლებდიო.
მაგრამ ვუხდი.
და ამას ვერ გააუქმებს ვერავინ, ვერც გირჩი.
სულ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ მაქსმიმუმი რაც შეძლონ შემცირებაა გადასახადების.
სხვანაირად უბრალოდ სახელმწიფო ვერ იფუნქციონერებს.
და გადავიხდი 3000 ლარს.
ოღონდ მაინც წავა ფეხბურთის დაფინასებაზე რაღაც თანხა.
50-ის მაგივრად 25 მილიონი.
იმიტომ რომ კარგი მთავრობა ისაა რომელიც იმავე პროპორციით ხარჯავს თანხას რასაც კერძო პირი დახარჯავდა ეს თანხა თვითონ რომ ქონოდა.
საიდანაც არ უნდა მიუდგე ხალხი ქირაობს მთავრობას და იმიტომ.
არ გააკეთებს და გააჯმევინებენ შემდეგ არჩევნებზე.
მესმის ჩვენთან ესე არაა და შორია იდეალურ სახელმწიფომდე, მაგრამ მგონი გვაქვს უფლება ის გვინდოდეს როგორც იდეალურ დემოკრატიას შეეფერება.