რომან ფიფია იანვრის დასაწყისში იტყვის...
თბილისის "დინამო" განახლების და გაძლიერების გზაზე დგას. ყოველ შემთხვევაში, საამისო მოლოდინი ნამდვილად არის გულშემატკივრებს შორის. ბოლო დღეებში "დინამოს" ბანაკში საინტერესო ამბები ხდება...
როგორც იცით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს "დინამოს" ყოფილ ლეგიონერ ჩისკო მუნიოსთან, ვინც ზაურ სვანაძის სამწვრთნელო შტაბში უნდა დაიკავოს ადგილი.
როგორც შევიტყვეთ, იანვრის დასაწყისში "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ამომწურავად ილაპარაკებს გეგმებსა და ახალწვეულების შესახებ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე მოხდება ჩისკოს წარდგენა. გარდა ამისა, "დინამო", ალბათ, წარადგენს იმ ახალ ფეხბურთელებსაც, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ...
http://lelo.ge/article/%E1%83%A0%E1%83%9D%...%E1%83%A1-10755თბილისის დინამოს ბრაზილიელი ბომბარდირი აინტერესებს
როგორც იცით, ბევრი იწერება ლეანდრო რიბეიროს თბილისის "დინამოში" შესაძლო ტრანსფერზე. ბრაზილიელი მართლაც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე "დინამოში" მისი გადასვლის შანსი მცირეა.
როგორც შევიტყვეთ, "დინამოს" აინტერესებს 22 წლის ჯოვინო ფლამარიონიც - კიდევ ერთი ბრაზილიელი შემტევი, რომელიც ახლახან დასრულებულ სეზონში ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული ლიგის მთავარი მეგოლე (24) გახლდათ. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ აჭარის უმთავრესი გუნდი ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა.
სწრაფი, ტექნიკური და საგოლე ალღოთი დაჯილდოვებული - ასეთად ვიცნობთ ფლამარიონის და თუ ეს გარიგება შედგა, "დინამოსთვის" გვარიანი შევსება იქნება. ჩვენი ინფორმაციით მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის ტრანსფერის საქმე გადაწყვეტილი სულაც არ არის.
ამ ეტაპზე გუნდიდან ოფიციალურად წასული მხოლოდ მათე ვაწაძეა. როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები შემტევი "დინამოში" ხანმოკლე კონტრაქტით იყო და მან ლატვიაში ახალი ნავსაყუდელი იპოვა...
თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "დინამო" მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩენებას. რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდებისგან, დღეს გუნდის ძირითად ბირთვს რომ წარმოადგენენ, ყველა ბევრს ელის. შესაძლოა, მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში მიუღებელი შედეგიც იყოს, როცა საქმე "დინამოს", ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ეხება, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ფეხბურთელის დაოსტატებას ყოველთვის სჭირდება დრო. გარდა ამისა, ეს ახალგაზრდები სულ სხვანაირად ათამაშდებიან, როცა მათ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაუმშვენებს გვერდს.
http://lelo.ge/article/%E1%83%97%E1%83%91%...%E1%83%A1-10758