რაღაცეები არასდროს იცვლება, პირველ იანვარსაც, დილა, აქ და ზოგადად დინამოს ინტერნეტშემოგარენში შეხედვით დავიწყე... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ახალს ვერაფერს ვნახავდი. ეს ჩვევა მაშინაც არ გამიქრა, როცა გუნდში ვმუშაობდი და უმცირესი იყო იმის შანსი, რამე გარედან გამეგო. ბავშვობაში აკიდებული ამბავია, რომელიც ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანთან მაპოვნინებს ხოლმე ძალიან სპეცფიურ საერთოს... აქ ბევრი ეგეთი ტიპი ხართ, ზოგს გიცნობთ, ზოგი "გიცით"

, ზოგი მევასებით, ზოგი ნაკლებად, ზოგი სულაც დინამოსთან არაფერ შუაში ხართ, მაგრამ თქვენი ზესტაფონი და ტორპედოები გიყვართ ისე როგორც მე დინამო

და მიუხედავად იმისა რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ ჩვენი უცნაური ახირების გამო უმცირესობას წარმოვადგენთ, რეალურად აბსოლუტურად სწორი და საზოგადოებრივად ჯანსაღია ეს ჩვენი "უცნაურობა"...
ჰოდა, იმედის ქონაც ჩვენი თანდაყოლილი თავდაცვითი მექანიზმია, ახალი წელიც თავის მხრივ ყველაზე კარგი "ორშაბათია" ვარჯიშის დასაწყებად.
გილოცავთ, კარგი წელი გვქონოდეს, ჩვენ-ჩვენს "ზაიობებში"