CurvaFiesoleყველა კოლონიალისტი, მეტ-ნაკლებად ეგეთია.
მართლა გულწრფელი სიყვარულით უყვართ ბევრი რამ ქართული: ცეკვა, სიმღერა, სუფრა, არტისტიზმი და ა.შ.
როგორც ფრანგ ბურჟუა ქალბატონს უყვარდა ალჟირული კუსკუსი .
ყველაფერზე ტაშს დაგიკრავენ, ზიზღი არ ექნებათ არანაირად, სანამ
დეკლარირებულად (არტისტიზმის და სიყალბის) გარეშე არ აგრძნობინებ რომ როგორც ქართველი ხარ მისი, ანუ რუსის თანასწორი.
ანუ, მარტივად, ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ საქართველო არის სრულუფლებიანი ქვეყანა, ისევე როგორც რუსეთი და მაშ, საქართველოს მოქალაქე რუსეთის მოქალაქის თანასწორია (ამ აბსტრაქტული გაგებით)
როგორც კი მათ მიერ მონიჭებულ როლს აღარ ასრულებ (ანუ "ჩიტო გვრიტოს" აღარ მღერი, არ ტინგიცობ, არ მასხარაობ, ქალს არ უჩოქებ და ვარდებს არ მიართმევ და ა.შ. და ა.შ. ან შენ ქართველობას კარგავ მათ თვალში,
ან უკვე ზიზღის ობიექტი ხარ).
ამას რა თქმა უნდა ვერაფერი გამოასწორებს, სამასი წელია მათთვის საქართველო არის რუსეთის განუყრელი ნაწილი.
ან ოდესმე მოხდება შიგნიდან მენტალური რევოლუცია ახალგაზრდების მიერ და იმპერიალიზმზე უარის თქმა.
ან გარედან წააგებს მსოფლიო ომს.
ან გაგრძელდება ასე, "ჩიტო გვრიტოთი" დავლური