ფაბიო მანინო: "არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.
თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვითარდეთ.
მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა, ეს იქნება ტრენინგ ცენტრები და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი "ტორპედო ქუთაისი". სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა დანაკარგისა".
რაღაც მაგარი უცნაური მეჩვენება ეს თემა ზოგის არ იყოს

არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
- განსაკუთრებით ამის გამო :დდდ