- ახალი საიტი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში (უკეთესიც შეიძლებოდა), კიდევ ბევრი აქვთ ზედ სამუშაო (ლოკოს საიტი ალბათ ყველაზე სუფთა და კარგია), გატეხა რომ fctorpedo.ge არ გამოისყიდეს, 1000 ევროდ იყიდებოდა.
- ბერეა ინტერნაშიონალის, რომელიც სპორნსორ
https://edenaro.com/-ს ფლობს, უკან არაბები დგანან. ახლო აღმოსავლეთზე გათვლილი კრიპროვალუტით გადახდის სერვისის ონლაინ მაღაზიაა (სტარტაპია) და სავარაუდოდ ეს სპონსორობა credibility პონტში ჭირდება, შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს რეალურად ( ფულის თეთრდება და. ა.შ.) - ჩვენთვის უინტერესო უნდა იყოს რა ბიზნეს გარიგებაა მანინოს და 'ედენაროს' არაბებს შორის. (ჩვენი მთავარობა ჭრის ბიუჯეტის ფულს ატკატებით და არაბებმა გაჭრან რა მოხდა? ჩვენი ხომ არ მიაქვთ, მოაქვთ

)
- მაისურები კარგია ამ ეტაპისთვის, ცოტა ლოგო მოუვიდათ ცუდ ადგილზე მაგრამ არაუშავს. ყველაზე კარგი რაც ჩაჩავას ტორპედოსგან დარჩა ლოგოა - მინიმალისტური, ორიგინალური და წარსულის გათვალისწინებით. ცხადია სუბიექტური აზრია მაგრამ საუკეთესოა საქართველოში.
- ავტობუსის დიზაინიც სასიამოვნოა, ეს გულისამრევი ტოტო მოაცილა.
- ცოლ-შვილით თამაშზე დასწრებაც კარგის ნიშანია
- დაანონსებული აკადემია, ფანშოპი, ბაზის გარემონტება და თამაშებზე ბილეთებიც გაყიდვა მშვენიერი ინიციატივებია.
- ბიზნეს გეგმას თუ დადებს ნელ-ნელა ყველაფერი გაიასნდება 'ტროას' ცხენია ტორპედო ინვესტორისთვის თუ დამოუკიდებელი ბიზნეს პროექტი.
- აი რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო სელექციას და კადრებს, აი მანდ ცოტა სუსტადაა საქმე და ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა. უკეთესი მწვრთნელი მინიმუმ საჭიროა და მერე მისი ხედვით გუნდის აწყობა. სავარაუდოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან და შედეგებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
- წელს 2 მილიონი ლარის ინვესტიციაზეა საუბარი, პლუს ფონდის ფული და წესით ნორმალური გუნდი უნდა გაკეთდეს საწყისი ეტაპისთვის.
- აი საკადრო ცვლილებებლი მენეჯმენტში და ყველა დონეზე ნამდვილად დაჭირდება. ბევრი წურბელაა მიერთებული გუნდს და იმედია ხარისხიან კლუბის სპორტულ დირექტორს იპოვის.
- ერთი ეგაა როგორც უცხოელი ინვესტორი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება და მათი ინტერესებიც გათვალისწინება მოუწევს ხოლმე, მით უმეტეს ქუთაისში აპირებს უძრავ ქონებაში ინვესტირებას.
- საყურადღებო მომენტია რომ თავად არის ჩართული მანინნო პროცესში და სხვა რაღაც-რაღაცეების მიღმა, კლუბის ვებსაიტის კონცეფციის დონეზეც შეუძლია საუბარი.
ცოტა მთლიანი კონტექსტი და წარსულიც გაითვალისწინეთ ხოლმე სანამ სახეს ჩამოიხოკავთ ფორუმზე.
როცა ღარიბი ხარ, ცოტა 'მადაც უნდა გაასწორო', რაღაცეები 'გაატარო' და რეალობა ნორმალურად აღიქვა.
წარმატებები ტორპედოს!
This post has been edited by Human Rights on 25 Feb 2020, 23:51