შარშან საბურთალომ დაგვიტოვა ჩემპიონობის შანსი, რომ არ ისინი არც საჩემპიონო ბოლო ტური იქნებოდა, წელს კი ჩვენივე ###ობით ვაჩუქეთ ჩემპიონობა.
ფიფია რატომ გინდათ გავარდეს? რიგით თამაშებზე 1 000 კაცი არ დადის, ერთი მაგათთან მოდის ხალხი (ბოლოს 9 000 იყო) და ეს თამაშიც აღარ გვექნეს?

ნაკრების 70 % მინიმუმ დინამო გამოვლილი ხალხია, მარტო ჩაკვეტაძის გაზრდით გააკეთეს უდიდესი საქმე. ჩვენ ვინ გავზარდეთ? ბოლო შევსების ხალხი 26 წლისანი არიან, 26!!! კაპანაძე, ქიმაძე, კუხიანიძე და ტაბატაძე. ხედავ რა დროა გასული? მის მერე შევსება არ მიგვიღია, თუ რა თქმა უნდა მამასახლისს და ჭიჭინაძე არ ჩამითვლით. იცით რომ ასაკობრივების დირექტორის, გუნდების უფროსების, კურატორების, მწვრთნელების და შტაბების ხელფასები უფრო მაღალი აქვთ ვიდრე დინამოს და საბურთალოს ასაკობრივებს. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ? როცა 1 ფეხბურთელსაც ვერ ზრდიან! სამაგიეროდ გიორგი დევდარიანს (რომელიც მათი ძმაკაცია და ვეტერანებს იმადლიერებენ) ეს ასაკობრივების მწვრთნელები კი ყველა ერთმანეთის ძმაკაცი და ახლობელია, ტორპედოს მეორე გუნდის მწვრთნელი ჩხეტიანის ძმაა, 19 წლამდელების გიგიაძის ძმა და ა.შ. ეს არის ტორპედოს ასაკობრივების სქემა, არავინ დაეძებს ოქროს ლიგაში იქნება ტორპედოს ასაკობრივი გუნდები თუ არა (მაინც არ არიან) მთავარია საძმაკაცო ყავდეთ მომადლიერებული.
ისეთი დრო დადგა, ქუთაისელი ლეგიონერი არ არსებობს! წარმოიდგენდით მსგავს რამეს როდესმე? ან საიდან უნდა იქნეს ლეგიონერი და სანაკრებო ფეხბურთელი, როცა პირველ გუნდში ვერავინ ვერ წინაურდება.
ჩაჩავას ინტერვიუ დაიდო, სადაც ამბობს რომ მიმდინარეობს უკე მოლაპარაკებები ფეხბურთელების დარჩენაზეო, ხო მაგარია, ისევ ერთი წლით მიდის იმაზე ზრუნვა რომ შენარჩუნდეს გუნდი, ზამთარში ზუსტად 2 ფეხბურთელს ექნება კონტრაქტი ტორპედოსთან დარჩენილი ჭიჭინაძეს და წიქარიძეს, სხვები თავისუფალი აგენტები ხდებიან? ეს არის კერძო კლუბის სწორი პოლიტიკა? ნუ ამბობთ მაინც ამას ინტერვიუში მაინც სამარცხვინოდ, უკრაინელი აზაცკის კომენტარი იყო კიდე ტორპედოს ჩემი გამოსყიდვა უნდაო, ჯერ 25 წლის ფეხბურთელში რო ფულს იხდით, რას იზამთ გაყიდით 1-2 წელიწადში თუ რა?

პერპექტიულია არა? ან თუ ყიდულობთ თქვე დედა #####ულებო გვერდით 1 ახალგაზრდა მაინც დაუყენეთ რომ გაიზარდოს. მაგრამ მაგდენსაც ვერ ხვდებით. 3 მარჯვენა მცველია გუნდში, 3! (გეგეჭკორი, ტაბატაძე და ხურცილავა) რომელთა საერთო ხელფასი 27 000 ლარია ამას დაუმატეთ ზამენის ფეხბურთელის ჰლინკას ხელფასი და დინამოს სახელფასო ბიუჯეტს მიიღებთ. ხვდებით მაინც რამხელა სხვაობაა ხელფასებით ამ 2 გუნდს შორის?

და მაინც ეგ საბავშვო ბაღია 33 ტურია ჩვენზე წინ. 33 ტური! ამის შემდეგ კიდე ხმა აქ ტორპედოდან ამოსაღები? ასეთი ფინანსური სხვაობა როცა იყო ჩვენს გუნდებს შორის (ჩისკოს აქ ყოფნის პერიოდს ვგულისხმობ) სადაც უსწორდებოდათ იქ გვიგებდნენ. ჩვენ რას ვშვებით? 33 ტურია მივზდევთ და ბოლო წუთებზე რო ვუთანაბრებთ ბედნიერები ვართ...
ყველაზე მეტად არ მიყვარს სხვების უბედურებით მიღებული სიამოვნება, უბედურები ჩვენ ვართ დასაქმების ბიუროდ რო გადაკეთდა ტორპედო, ხმის ამომღები კი არავინ რომ არ არის. მაგრამ ხმას ვინ ამოიღებს? ვინებიც უნდა იღებდნენ დასაქმდნენ და იძულებულები არიან ჩუმად იყვნენ. გაპრავებით კიდე სულ გააპავებ, ყველაფერი მოვიგეთ ძმაო აქამდე, სულ ჩემპიონი ვერ გახდები, თასი დავდეთ...არადა ერთიანობაში კლუბი მარტო დღევანდელი დღით ცხოვრობს, მომავალში ის იმედიც დაიკარგება, რადგან არასწორად ვითარდება კლუბი.
შარშან როგრც კი გავხდით ჩემპიონები ეგერევე ლოგოს შეცვლა მოვითხოვეთ, ნუ იდეა კი მქონდა როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ დიზაინერმა თუ არ მოიყვანა სისრულეში მე რას დავხატავდი? ხოოდა 1500 ლარის გადახდა არ უნდოდათ ამაში რაც გვაქვს, 500 ლარადაც აკეთებს სხვა, რა მნიშვნელობა აქვს გერბსო? ასეთი პრეზიდენტი რო გეყოლება იმან რა კლუბი უნდა განავითაროს? საბედნიეროდ მარტო არ ვიყავი იქ, სხვებიც იყვნენ, რომ არ დამაბრალონ მე იგონებო

რადგან ამდენ ვწერ, გავაგრძელებ კიდე, რომ იცოდეთ რა ხალხის ხელშია გუნდი...შარშან გორში წავაგეთ, ძაან მნიშვნელოვანი თამაში (კირკიტაძემ რო გაგვიტანა ბოლოს) თუ გახსოვთ, ხოოდა გზა ვარ, მირეკავს მოსიაშვილი, შენ თუ იცი რატო წავაგეთო, რა ვიცი არ იყო ჩვენი დღეთქო, გაჩერდიო! ეგ არაფერ შუაშია, ჩემი იღბლიანი ტუფლები არ მეცვა დღეს და წავაგეთო, დადის ასე და ყველას უყვება ამ ტუფლებით ვიგებ თამაშებსო

მაგრამ რა გინდა მოთხოვო მეტი ხაშურის ყოფილ გამგებელს. რა შუაშია საერთოდ ფეხბურთთან?!
შარშან ზამფხული იყო, დიდი ატრივი ქონდათ საკმაოოდ იმათ, ჩემპიონატის შუა იყო, ხოოდა ჩხეტომ ხალხი მინდა საჩემპიონოდო, ასე ვერ გავხდებიო, მეთქი ვინ თქო, გუგა ფალავანდიშვილი დავაბრუნოთ რამენაირადო, კუტალია და კორობკაო, ნუ ბევრი რო არ გავაგრძელო მოვიყვანეთ ესენი, მაგრამ გუგას მოყვანა გაჭირდა კვოპროსში ყავდა წაყვანილი ჯუღელს, მობრუნდა მოკლედ და ეს ძლივს მოყვანილი კაცი გააქცია, მაგის გამო წავიდა პოლონეთის მეორე ლიგაში. კარში ვერ ურტყმს, რა უნდა გუნდშიო? მცველები არცერთი არ მოწონს, გოლები ვერ გააქვთო. ასეთი კაცია ტორპედოს დირექტორი, ფედერაცია გამოვა და იტყვის მერე სწორად იხარჯება ფულიო, რაში იხარჯება სწორად? მოსიაშვილის 5 000 ლარიან ხელფასში? 25 000 $ იან მანქანაში (რომელიც კლუბის სახელით იყიდა) და ყოველ კვირაში გამოწერილ პრემიაში? ეს არის სწორი ხარჯვა? ისე თქვენ ########თ ფეხბურთის განვითარება...
ევროპაზე მაშინ აქ კიდე ქართული გუნდის გამოსვლას აზრი ჩემპიონი რო ხარ შენი ქვეყნის, რადგან წაგების შემხვევაში ევროპა ლიგაზე გადადიხარ. ჩაჩავა რო ამობობს ევროპა ლიგის ჯგუფს დავდებთო, საიდან დებს ერთი?!

) გვეკაიფება მაგრად. ზაფხულში თუ დაიწყო ისევ გაძლიერება კი დადებს

) არამგონია ჯგუფი მოსეს ტუფლებით იდებოდეს და ლოცვით. მაგას სხვა დონის მუშაობა და სხვა დონის ხალხი ჭირდება.
ეს ჩინელებიც კარგ იღბალზე გამოუჩნდათ დამფინანსებლად, ცალკე მერია შოულობს ფულს ცალკე ესენი...მოკლედ აწყობილები არიან. ისე არიან შეხმატკბილებულები რომ მერიის ხალხის შვილები ყავთ დასამებული გუნდში. თან რაზე? ბაზის დირექტორის მოადგილეებად. მაგარი არა, ბაზის დირექტორის მოადგილე?

აუცილებელი თანამდებობა გუნდში, მერე რა რო გუნდს უფროსი ყავს, მერე რა რომ გუნდს კიდე უსაფრთხოების უფროსი ყავს, მერე რა რომ ბაზას დაცვა ყავს, მერე რა რომ გუნდს ბაზის დირექტორი და მოადგილე ყავს, კიდე მოადგილეების დამატება აუცილებელი იყო. ერთი დიდი ცირკია რა

მოკლედ კიდევ რო არ გავაგრძელო, კი ვიცი აზრი რომ არ აქვს რასაც ვწერ, მაგრამ ჩემსას ვისწორებ ნევროზის გადამკიდე