დრომ გამოაჩინა
ზაალ ჩაჩავას როგორც მფლობოლს და მის მოყვანილ მენეჯმენტს არ აქვთ რესურსი ტორპედოს სწორად განვითარების.
მისი მოსვლის მთავარი და ერთადერთი პოზიტივი ჩაკვეტაძის უფრო ცუდი(!) “მენეჯმენტის” ჩამოცილება იყო კლუბის მმართველობიდან.
პრობლემებზე კი უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ (გაბერილი შტატები, არასწორად ათვისებული ბიუჯეტი და ა.შ. თუმცა უფრო საკვანძო მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას.
შედეგები კი 2016(თასი) და 2017(ჩემპიონობა) უდიდესწილად ფანების ჩართულობის, კლუბის გარშემო არსებული ერთსულოვნების და გარე ფაქტორების(დინამოს დაშლა) შედეგი იყო. ( ფანები, სამწვრთნელო შტაბი ( თავისმხრივ გულშემატკივრის რეკომენდაციით მოვიდნენ ისევე როგორც ჩაჩავა) და ფეხბურთელები).
2018(თასი) წელს ჩხეტიანის და ჩაჩავას პროექტმა კრახი განიცადა. 5-ე ადგილი მეორე წრის შემდეგ. სეზონი ჩინელების ქართული რეალობისთვის ძალიან დიდმა ინვესტიციამ გადაარჩინა შესაბამისად კლუბმა წარმატებით ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი. ევროპა ლიგის ფლეიოფი და თასი.
2019 გაუაზრებლად “პოსლეზე” დაგეგმილმა დიდმა ბიუჯეტმა და ჩინელებთან ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა(თებერვალშივე) ცხადყო რომ კლუბი ამ ფორმაციით და ბიუჯეტით არსებობას ვერ გააგრძელებდა. ეს თვეები კი ამ მოლაპარაკებების განახლების და კეთილი ინვესტორის გამოჩენის იმედად გავატარეთ. შესაბამისად მივედით იქ სადახ მივედით.
2019 წლის სეზონის წინ კლუბმა დიდი ინვესტიციის იმედად კლუბი ძალიან კარგად მაღალბიუჯეტიანი ფეხბურთელებით დააკომპლეტა, ბაზართან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ხელოვნურად აწიეს სახელფასო ბიუჯეტის თამასა.თანაც ისე რომ გარანტირებული არ ქონდათ ინვესტიცია.
დღეს იმ გუნდისგან თითქმის არაფერი დარჩა რაც წლის დასაწყისში იყო. თუ სეზონის წინ ჩემპიონობის და ევროპულ ასპარეზზე წარმატებული თამაშის იმედი გვქონდა, დღეს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა და პირველ ერაპზევე ღირსეული თამაშის სურვილის გარდა სრაფერი დაგვრჩენია. მიამიტობა იქნება სხვა მოლოდინები. იმდენად დიდი მორალური დარტყმა მოგვაყენა განვითარებულმს მოვლენებმა საყვარელი ფეხბურთელის მთავარი კონკურენტის, საფეხბურთო მტრის ბანაკში გადასვლაც კი ვერ გავაპროტესტე მე პირადად.
თუმცა ეს კლუბი უფრო დიდ გასაჭირშიც გვინახავს. მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ, სხვა გზა არც არის.
ჩემი აზრით კლუბი დღევანდელმა მფლობელმა უნდა დატოვოს, რამეთუ როგორც დასაწყისში ავღნიშნე ამ მენეჯმენტს არ აქვს განვითარების რესურსი. ჯობია ისევ ახალი ინვესტორის მოლოდინი და უკეთესებობის იმედი გვქონდეს ვიდრე ამ სიტუაციაში ჩარჩენით ნიჰილოზმი და უიმედობა.
შეიძლება ვცდები, ისე როგორც ვცდებოდი 2018 წლის დასაწყისში როცა საჩემპიონო ბირთვის შენარჩუნება სწორი მეგონა დ არ ვიყავი ისე რადიკალურად განწყობილი როგორც დანელია ჯორჯი და კიდევ 1-2 პიროვნება.
ჩხეტიანს არაფერს ვუკარგავ, მისი წვლილი უდიდესია მიღწეულ წარმატებაში. დღესაც კლუბთან ერთად რომ არის ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ღირსეული კაცის საქციელია, კაპტნები ჩაძირულ გემს ბოლოს ტოვებენ. თუმცა ქართულ ფეხბურთში იმდენად ვართ გადაჩვეული ღირსეულ საქციელს ესეც აღნიშვნისს ღირსს ხდის ამ ფაქტს.
ბოლოს იმედიან, მომავალზე ორიენტირებულ ფონზე დავამთავრებ წერილის წერას.
ახლა ევრონიუსის სიუჯეტს ვუყურებდი ქუთაისში მშენებარე ელექტრმობილების ქარხნის შესახებ (
https://www.euronews.com/2019/07/04/georgia...obox=1562299583 ), რონელიც 2020 წლიდან იწყებს ფუნქციონირებას. შეიძლება ადრეა მაგრმა. მე რომ ამ კლუბის მენეჯერი ვიყო კომპანია აირქართან ახლავე დავამყარებდი კონტაქტს, ავუხსნიდი კლუბის ისტორიას და ისტორიულ კონტექსტს ავტოქარხანასთან მიმართებაში. ვფიქრობ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა ესადაგება კლუბის წარსულს და მომავალს. მართელია ჯერ კომპანია ფეხზე უნდა დადგეს და ალბათ შემდეგ დაიწყებს ფიქრს სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების შესახებ ფიქრს მაგრამ კარგი იქნებოდა მიზერულით დაგვეწყო და ახლავე მიგვეწოდებინა, “ჩაგვეწვეთებინა” იდეა კომპანიისთვის მომავლის პერსპექტივის შესახებ. . არ ჩანს წარმოუდგენელი, წლების შემდეგ ტორპედოს სტადიონს აირქარ არენა ერქვას და გენერალური სპონსორი სწორედ ავტო ინდუსტრიის წარმომადგენელი იყოს როგორც კლუბის ისტორიის საწყისებთან. ვფიქრობ, ისტორიული კონტექსტიც, მარკეტინგული მიმართულებაც და მომავლის პერსპექტივაც თანხვედრაშია.
ეს ჩემი როგორც ერთი მოლაქის, ქუთაისელის და ტორპედოს გულშემატკივრის აზრია. წარმატებებს ვუსურვებ კლუბს, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა და უამრავი დაუვიწყარი წამი მაჩუქა ცხოვრებაში. მომავლის იმედით...