ეგრეა 100% მაგარი რამე დაწერეთ! 
 ჩე..
ჩე.. +100 
შესაცვლელია ვაისი. მადლობა მას, მარა რაც მალე მიხვდებიან ფედერაციაში ამის აუცილებლობას!!! მით უკეთესი ყველასთვის. 
გულწრფელად ასე შორიდან და ზოგადად მომწონს ეს კაცი, რაღაც სანდომიანი გარეგნობა აქვს და ეს წლებია, სულ ვაკვირდები რომ აგვიანებდა შეცვლებს, რაღაც უღიმღამოდ ათამაშებდა ნაკრებს, მარა თვითონ ნაკრებიც არ იყო ძალიან გადასარევი , ფეხბურთელებსაც კლუბები არ ჰქონდათ, სათამაშო პრაქტიკაც და ჩაკვეტაძეც არ იყო ჯერ და ამიტომ არც ვიშლიდი ნერვებს და ეხლა აუცილებლად შესაცვლელია მწვრთნელი - ზედიზედ ორი თამაშია ჩაკვეტაძე იღებს ტავის თავზე გადამწყვეტ მომენტებში და ამიტომ ვიგებთ! 
როცა გაჩნდა ეს ნაპერწკალი შეუნთეთ მეგობრებო, სანამ დროა! ასეთი შანსი შეიძლება აღარ იყოს!! თან ის მომწონს, რომ პირველ რიგში, ზუსტად ხასიათის თვისებები ჩანს რომ მაგარი აქვს. მშრომელი და თავმდაბალი კაცი ჩანს, პატრიოტი და მოაზროვნე მოედანზე. ამიტომ არ მგონია, რომ არასწორად გაიგოს ეს ხალხის სიხარული და თავში აუვარდეს ქება. სწორად თამაშობს და ესაა მთავარი! იცის როდის უნდა ცადოს თავად!! ვაკვირდებოდი დღესაც და იმ გოლამდე კი იყო მაგის რეიდების მცდელობებიც და არ გამოუვიდა ზოგი, მარა ჩანდა რომ მწვრთნელის სქემას ასრულებდა და უცებ, აი რომ იგრძნობოდა რომ ლატვია დააწვა და მატჩის სადავეები ხელიდან გვექცეოდა, უცებ ისევ ჩაკვეტაძემ აიღო თავის თავზე და უკვე ჩანდა, რომ აქ მწვრთნელი არაფერ შუაში არაა. 
საერთოდ ყოჩაღ ყველას, მთელ ნაკრებს, კარგია ვაისმა ოქრიაშვილი რომ ძირითადში დააყენა, ფსიქოლოგიურად ამაღლდა გუნდის შეტეთი პოტენციალი, მარა აწია სადღაც ჯანდაბაში და ფლანგზე გაწია კიდეც მემგონი,  ბურთს მაგის მაგივრად კანკავა ანაწილებდა და შეტევებს იწყებდა, რომელიც ჩამშლელია და არა გამთამაშებელი, ოქრიაშვილის პოზიცია იყო უაზრო სრულიად.  ეს მაგის ბოლო შეცვლები კიდევ რა უცნაური რამეა 

 დაცვის "გაძლიერების" მერე კიდევ გადავრჩით, რომ არ გაგვიტანეს. ეს კვეკვესკირი და კანკავას ცენტრი რაღაც უცნაურია კიდე, ასე შეუცვლელად რომ ტოვებს... ან თავდასხმაც -  მჭედლიძე ხომ იყო ? არაბიძე ხომ გყავს და კიტეიშვილი , ეს ფლანგი თუ გინდა მაინცდამაინც, გამოიყვანე რა არაბიძე და ოქრიაშვილს მიეცი გამთამაშებლობა... კანკავა მაინც არაა ეს შემოქმედებითI ტიპის ფეხბურთელი, ჩამშლელია ! არ ჯობია რომ ოქრიაშვილმა ანაწილოს ბურთი ?  
კიდევ ერთი მინდა დავწერო . ადრე სხვა ნიკით აქ დავწერე ესპანეთთან მატჩამდე რამოდენიმე დღით ადრე, ვინმემ გადაეცით ვაისს თქო, რომ ოქრიაშვილი ჩამოწიოს ძალიან უკან , ღრმად ჩვენ დაცვასთან და გამთამაშებლად დააყენოს თქო, რომ ყველა შეტევა მაგან დაიწყოს თქო და არა დაცვითი სტილის ჩამშლელებმა და უაზროდ აღარ ჩაიშლება ჩვენი შეტევები თქო. ხოდა არ ვიცი მართლა გადასცეს, თუ ღამით გაუნათდა და მიხვდა ზუსტად ასე ქნა 

 და ის თამაში მოვიგეთ! ესპანეთს მოვუგეთ! კონტრშეტევით და ოქრიაშვილმა გაიტანა 
ეს იყო მემგონი ერთადერთი გამონაკლისი, როცა ვაისმა სწორი ტაქტიკა აირჩია 
 
 ეხლა კი მადლობა გიორგი მოკლედ კიდევ ერთხელ! და გილოცავთ მეორე გამარჯვებას!